Barclays და Goldman 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას ვარაუდობენ
Barclays-ისა და Goldman Sachs-ის ეკონომისტებმა რუსეთთან დაკავშირებული პროგნოზები შეამცირეს. მათი მოლოდინების მიხედვით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ორნიშნა ვარდნაა მოსალოდნელი. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
Barclays რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე პესიმისტურ ხედვას აქვეყნებს და წერს, რომ წელს ამ ქვეყნის ეკონომიკის 12,4%-იან ვარდნას ელოდება. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 3,5%-ით შემცირდება.
ეკონომიკური ზრდის მოლოდინები შეამცირა Goldman-მაც, რომელიც მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის 10%-ით შემცირებას პროგნოზირებს. აქამდე ორგანიზაცია 7%-იან ვარდნას ვარაუდობდა.
"არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სანქციები გრძელვადიანი იქნება", — თქვა Barclays-ის ეკონომისტმა ბრაჰიმ რაზგალაშმა.
ბანკის ანგარიშში წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის შენელება თანდათანობით დაჩქარდება 2022 წლის შუა პერიოდიდან, როდესაც სანქციების შედეგები სრულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. "ჩვენ ველით, რომ ეკონომიკის შემცირება გამოქვეული იქნება მოხმარების, ინვესტიციებისა და იმპორტის შემცირების შედეგად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Bloomberg Economics-ის პირველადი პროგნოზის თანახმად, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს დაახლოებით 9%-ით შემცირდება.
"რუსეთის ექსპორტი უფრო ძლიერად არის შეფერხებული, ვიდრე თავდაპირველად ვივარაუდეთ", — ამბობენ Goldman-ის ეკონომისტები, რომლებსაც კლემენს გრაფი ხელმძღვანელობს. Goldman-ში ვარაუდოებენ, რომ რუსეთის გაზის ექსპორტი შეუფერხებლად გაგრძელდება, თუმცა ნავთობის მიწოდების 20%-მდე შემცირებას პროგნოზირებენ.
Goldman-ის შეფასებით, მეორე კვარტალში რუსეთის ექსპორტის 20%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო წლიურად კლება 10% იქნება. ბანკი მიმდინარე წელს იმპორტის 20%-ით ვარდნას ელოდება.
Barclays-სგან განსხვავებით, Goldman მომავალი წლებისთვის რუსეთის ეკონომიკის "ნელ აღდგენას" ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 2,4%-ით, ხოლო 2024 წელს 3,4%-ით გაიზრდება.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები