პორშეს ამბიციური გეგმა — 2030 წლისთვის ავტომობილების 80% სრულად ელექტრო იქნება
გასული ფინანსური წლის განმავლობაში პორშემ მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი ავტომწარმოებლის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. 2021 წელს 15%-იანი ზრდით, გაყიდვებმა 33,1 მილიარდი ევროს ოდენობით ისტორიულ ციფრებს მიაღწია. წინა წლის მაჩვენებელს 1,1 მილიარდით გაუსწრო საოპერაციო მოგებამ და 5,3 მილიარდი ევრო შეადგინა.
პორშეში მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებლები მათი ბიზნესგეგმის სწორად განხორციელებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვის შედეგია. გეგმავენ, დაძაბული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გააგრძელონ ინვესტიციების ჩადება ელექტროფიცირებაში, დიგიტალიზაციასა და მდგრად განვითარებაში.
"ეს დადებითი შედეგები გაბედულ, ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ჩვენი ინდუსტრია ახლა, ისტორიის მანძილზე, ყველაზე დიდ ცვლილებას განიცდის", — აცხადებს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.
მიუხედავად რეკორდული გაყიდვებისა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია ბიზნესზე. ბრენდმა რუსეთის ბაზარი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დატოვა და უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ევროც გადარიცხა.
"სტრატეგიულად, ოპერაციულად და ფინანსურად პორშე შესანიშნავ მდგომარეობაშია. თუმცა წინ გვაქვს რთული თვეები, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ამის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სტრატეგიულ მიზანს, რომ გაყიდვების 15% გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად გამოვიყენოთ", — ამბობს Porsche-ს ფინანსური დირექტორი ლუც მეშკე.
გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, პრემიუმ ბრენდი ელექტრომიმართულების გაძლიერებას აპირებს. კომპანიის გეგმაა ავტომობილების 80% სრულად ელექტრო გახადოს.
პორშეს ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წელს. ევროპის ბაზარზე გასული ავტომობილების 40% Plug-in hybrid ან სრულად ელექტრო იყო.
გასულ წელს პორშემ მსოფლიო მასშტაბით 301 915 ავტომობილი გაყიდა და პირველად გადააჭარბა 300 000-იან ნიშნულს. გერმანული პრემიუმ ბრენდისთვის ეს ისტორიული მაჩვენებელია. 171 433 შეადგინა ყველაზე მოთხოვნადი მოდელების Macan-ისა და Cayenne-ის გაყიდვებმა.
ორჯერ გაიზარდა სრულად ელექტრომოდელის Taycan-ის გაყიდვების რაოდენობა და 41 296 შეადგინა. ეს რიცხვი საკულტო სპორტული მოდელის 911-ის გაყიდვების მაჩვენებელსაც აღემატება.
"Taycan-ს აქვს პორშესთვის დამახასიათებელი თვისებები და ის შთაგონების წყაროა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. რამდენიმე წელიწადში გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ერთ-ერთი მოდელის, 718-ის სრულად ელექტროვერსია. ვვარაუდობთ, 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრო იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტროავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80 %-ზე მეტს უნდა შეადგენდეს", — აცხადებს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.
ასევე, პორშეს ამბიციურ გეგმებშია, 2030 წლისთვის წარმოება სრულად ნახშირბად-ნეიტრალური გახადოს. დასახული მიზნების მისაღწევად პორშე, პარტნიორებთან ერთად, მაღალი კლასის დამტენ სადგურებში მოცულობითი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. დამატებით, ინვესტიციაა გათვალისწინებული ისეთ საკვანძო ტექნოლოგიებში, როგორებიცაა ბატარეის სისტემები და მოდულების წარმოება.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი, რომელიც საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ადგილობრივ მომხმარებელს პორშეს ახალ ელექტრომოდელებსაც აქტიურად გააცნობს.
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
კომენტარები