USAID-ის და თიბისის სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის გაძლიერებისთვის
23 მარტს, USAID-მა და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას უძღვებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოულმენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და მდგრადობის განმტკიცებას. თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-თან პარტნიორობით, თიბისის შესაძლებლობა ექნება, გააფართოვოს ფინანსებთან წვდომა და ბიზნესის მხარდამჭერი სერვისები, რაც წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში, USAID და თიბისი ხელს შეუწყობენ საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ბაზრის დივერსიფიკაციას და მაღალანაზღუარებადი სამუშაო ადგილების შექმნას. სამომავლოდ ქვეყანაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით იგეგმება 30 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება. პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის საწარმოებს და ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან; შეიქმნება 1 200-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ხელს შევუწყობთ ბიზნესებს გაყიდვებიდან გამოიმუშაონ 6 მილიონი აშშ დოლარი.
"USAID-ის სტრატეგიული პარტნიორობა თიბისი ბანკთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ზრდას. თიბისი რეგიონის ეკომონიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის წამყვანი ინსტიტუტია. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ქვეყნის კერძო სექტორს ეკომონიკის დივერსიფიკაციის და მდგრადობის გასაძლიერებლად", — იზაბელ კოულმენი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე.
"მოხარული ვარ, რომ USAID-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ და ეს თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობით გაგრძელდება. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ხელი შევუწყვეთ ქვეყანაში მდგრად განვითარებას, ქალთა გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროში მხარი დავუჭირეთ არაერთ საინტერესო ინიციატივას. დღევანდელი დღე და USAID-თან პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ხედვას, ასევე მზაობას, რომ მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა განვახორციელოთ ერთობლივად და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს განვითარებას", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები