Webster University Vienna საერთაშორისო განათლების გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 17 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან.
ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
Webster University (ვებსტერის უნივერსიტეტი) 1915 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და წარმოადგენს გლობალური ხედვის მქონე უნივერსიტეტს. ვენის კამპუსი - Webster Vienna Private University 1981 წელს დაარსდა, იგი აკრედიტირებულია ორივე, აშშ-სა და ავსტრიის მიერ. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია სწავლის მაღალ ხარისხზე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების შერწყმით მიიღება.
Webster Vienna Private University სტუდენტებს სთავაზობს ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო ღირებულებების სინთეზს: ერთის მხრივ, ამერიკულ ლიბერალ არტსის პრინციპებზე დაფუძნებულ განათლებას, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის სწავლებას — პატარა კლასებში, მეორეს მხრივ — ევროპულ კვლევით საუნივერსიტეტო სისტემაზე დაფუძნებულ სწავლებას.საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო და აქტუალურ პროგრამებს.
ორი ქვეყნის მიერ აკრედიტირებული უნივერსიტეტი წარმოადგენს გლობალურ სასწავლებელს, საერთაშორისო კამპუსებით, რომელიც სტუდენტებს აკადემიური, ინტელექტუალური და პროფესიონალური ზრდის საშულებას აძლევს.
ვებსტერის უნივერსიტეტის ვენის კამპუსში ჩარიცხვა ნიშნავს, რომ ვებსტერის უნივერსიტეტების ქსელის სტუდენტი ხართ და საზღვარგარეთ სწავლის პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ სწავლა გააგრძელოთ ვებსტერის სხვა კამპუსებშიც: აშშ, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ტაილანდი, ჩინეთი და განა. ამ ჩამონათვალს ემატება საქართველოც, რადგან თბილისში სულ ახლახანს ვებსტერის უნივერსიტეტი გაიხსნა.
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- საერთაშორისო ბიზნესი;
- ბიზნეს ადმინისტრირება.
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ბიზნეს ადმინისტრირება;
- ფინანსები;
- მარკეტინგი.
ვენის კამპუსზე სწავლის ღირებულება ბაკალავრიატზე არის 21300 ევრო წელიწადში.
მაგისტრატურის შემთხვევაში სრული პროგრამის ღირებულაბა (36 ამერიკული კრედიტის ფარგლებში) არის 28 440 ევრო, ხოლო 48 კრედიტის შემთხვევაში 37 920 ევრო.
უნივერსიტეტი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf/
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები