კაცს, რომელმაც ცოლს ფეხები დაუსერა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 500-ლარიანი გირაო შეუფარდა — საფარი
საფარის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 მარტს კაცს, რომელიც ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 500-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც დაზარალებულის ადვოკატი, თამარ ლუკავა On.ge-სთან განმარტავს, იყო ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც მან ცოლს ფეხის არეში დანით დაზიანებები მიაყენა.
"იყო ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის არის ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც ფეხის არეში დაზიანებები მიაყენა დანის საშუალებით. დაუსერა ფეხები და ეს დაზიანებები ისეთი მძიმე ხარისხის იყო თავის დროზე, რომ რამდენიმე თვის შემდგომ, როდესაც ჩაუტარდა ექსპერტიზა, მაშინაც კი ემჩნეოდა სხეულზე დაზიანებები", — ამბობს ლუკავა.
მისივე თქმით, დაზარალებულმა საფარს გასული წლის დეკემბერში მიმართა, მანამდე კი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
"დეკემბრის თვეში მოგვმართა დაზარალებულმა და გვითხრა, რომ ზაფხულის შემდეგ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მისი მეუღლის მხრიდან იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და სურდა დახმარება. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ მიმართა პოლიციას და დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გოგო დაზარალებულად იქნა ცნობილი. ადგილი ჰქონდა არამხოლოდ ერთხელ ჩადენილ დანაშაულს, არამედ სახეზე გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი ფიზიკური ძალადობის, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა იყო ინტენსიური ხასიათის, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში და საკმაოდ მძიმე ფორმით", — აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და ითხოვენ, რომ აღკვეთის ღონისძიები სახე — გირაო პატიმრობით შეცვალონ, რადგან ეს სახე არაა რელევანტური დანაშაულთან მიმართებით.
"მას შემდეგ, რაც მსხვერპლი დაზარალებულად იქნა ცნობილი, პროკურორის მიერ საქმე გადაგზავნილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ყოფილიყო ბრალდებულისთვის კონკრეტული სახე, პატიმრობა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის ეს მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა 1 500-ლარიანი გირაო, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.
ჩვენი მთავარი მიმართვა ახლა არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი. მიმართვა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახე — გირაო შეცვლილი იყოს პატიმრობით, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ აღკვეთის ღონისძიების რა სახეც გამოიყენა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, არ არის რელევანტური იმ დანაშაულთან და იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომლებიც დაზარალებულის მიმართ არის ჩადენილი. ასევე, არ არის შემბოჭავი იმისა, რომ ბრალდებული მომავალში არ ჩაიდენს ანაშაულს ან არ განახორციელებს ზემოქმედებას მოწმეებზე და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასევე, ეს გირაო არ არის შემბოჭავი იმ მიმართულებით, რომ სავარაუდოდ, დამნაშავე პირი მიმალვას არ შეეცდება", — ამბობს ის.
ადვოკატის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები