TI: გაიზარდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შესაძლო ცილისმწამებლური განცხადების გამო შეტანილი სარჩელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ბოლო თვეებში სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის, მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა. მათი თქმით, მომჩივანთა დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები იყვნენ.
TI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მედიის საქმიანობის შეზღუდვის ახალი ტენდენცია იკვეთება, რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადებების გამო შეტანილი სარჩელების საგანგაშო მაღალ რაოდენობას ეხება.
"დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, სადაც კანონში არსებული ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის. ასევე, საშიშია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი უშუალოდ ჟურნალისტს უჩივის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი პირადი ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვს", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
TI აღნიშნავს, რომ პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვის კუთხით მედიის საქმიანობის შეფასება თვითრეგულირების ფარგლებშიც არის შესაძლებელი, თუმცა მათი თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, სასამართლოს გზას მიმართავენ აქტიურად.
ორგანიზაციის შეფასებით, მთავარი არხის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები ნათლად აჩვენებს მომჩივნების კოორდინირებულ მოქმედებას. კერძოდ, TI-ში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის 13 იანვრამდე დროის მონაკვეთში მმართველი პარტიის 11-მა მერმა მთავარ არხზე გასული მასალის გამო სასამართლოს ცალკ-ცალკე მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, იდენტური თანხა 55 555 ათასი ლარი მოითხოვა.
TI-ის ცნობით, მედიის წინააღმდეგ მომჩივნებს შორის არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და სხვა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მედიის წინააღმდეგ სასამართლოში მიმართვის პრაქტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს და ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მისი კანონიერი ინტერესები დაარღვია, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს — აღნიშნული უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობითაც.
"თუმცა, მთავარ პრობლემას აქ ის წარმოადგენს, რომ ისეთ საკითხებში ან კონკრეტულ სასამართლო საქმეებში, სადაც არსებობს მმართველი პარტიის ინტერესი, სასამართლო სისტემა სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იხრება და ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.
შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოში მსგავსი საქმეები მიუკერძოებლად არ განიხილება და სასამართლო ხელისუფლებისთვის სასურველ განაჩენს გამოიტანს. ხელისუფლების მთავარ მიზანს კი, როგორც ჩანს, სწორედ კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა, მისთვის ხელის შეშლა ან საერთოდ, გაჩერება წარმოადგენს", — ნათქვამია განცხადებაში.
მტკიცების ტვირთის ჟურნალისტზე გადატანის მცდელობა
ახალი კვლევის მიხედვით, ცილისწამების საქმეების უმეტესობაზე სასამართლო გადაწყვეტილებები ჯერ არ დამდგარა. მიმდინარე საქმეებიდან, TI გამოყოფს TV პირველის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პოლიციის ინსპექტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
"ტელევიზიას დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, რომ სადავო სიუჟეტში გასული ინფორმაცია ცილისწამებას წარმოადგენს და ასევე, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი შეფასებით, აღნიშნულ დავაში საგანგაშოა სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება. კერძოდ, TI-ის განმარტებით, კანონით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მათი თქმით, მოსამართლემ კი ამ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი დაუსაბუთებელი განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე, ამ შემთხვევაში ტელევიზიაზე გადაიტანა.
"სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები და არსებული კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული სურვილები, მათ შორის, ხელისუფლების უკმაყოფილება მტკიცების ტვირთის მაღალ სტანდარტთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილებებში აისახება", — ამბობენ TI-ში.
ჟურნალისტების პირადი ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნა
ორგანიზაცია საფრთხის შემცველს უწოდებს ახალ ტენდენციას, რომელიც უშუალოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული. მათ მაგალითად მოყვანილი ჰყავთ ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის მიერ TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძისა და გამომძიებელი ჟურნალისტი,ს მაკა ანდრონიკაშვილს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. კერძოდ, ბიზნესმენის შეფასებით, ტელევიზიაში გასული სიუჟეტი მისთვის ზიანის მომტანი, სახელის შემლახავი და ცილისმწამებლური იყო.
TI-ის თქმით, მორალური და რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელე 20 ათას ლარს ითხოვს ჯამში სამივე მოპასუხისგან — ნოდარ მელაძის, მაკა ანდრონიკაშვილისა და TV პირველისაგან და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის პირადი ანგარიშების დაყადაღება სურს.
"მსგავსი სახის მოთხოვნა ცალსახად არაკანონიერია და რეალურად ჟურნალისტების დაშინებას ისახავს მიზნად. სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი პირდაპირ ადგენს, რომ (მუხლი 6, პუნქტი 2) მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე", — აღნიშნულია განცხადებაში.
კრიტიკული გამოხატვის სტანდარტების ცვლილების საფრთხე
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია საუბრობენ არსებულ მედია კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე.
"უფრო მეტიც, ხელისუფლება მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება — მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ან მათთან აფილირებულმა პირებმა ამ კუთხით არაერთი საკანონმდებლო პაკეტი თუ ინიციატივა მოამზადეს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მაგალითად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საფარქვეშ ხელისუფლება კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიაზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტის შემოღებას ცდილობდა", — მიუთითებენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამყარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი პროგრესული პრეცედენტებითაც. თუმცა, TI სამწუხაროს უწოდებს საერთო სასამართლოების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს და ამბობს, რომ ის სერიოზულ კითხვებს ბადებს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ, განსაკუთრებით, ხელისუფლების ოპონენტების ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
რეკომენდაციები
TI-ში აღნიშნავენ, რომ მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოკრატიულ სახელმწიფოებში, აკონტროლებს ხელისუფლებას და საჯარო ინტერესების შემცველ თემებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. შესაბამისად, ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს:
- შეწყვიტოს საკუთარი გავლენების გამოყენება სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც მედიის შევიწროებას თუ მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად;
- შეაჩეროს კოორდინირებული სარჩელების წარდგენა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელიც არ ემსახურება დაზარალებული პირების უფლებების დაცვას, არამედ, მიმართულია მედიაზე ზეწოლის მოსახდენად;
- მნიშვნელოვანია ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა არ გაიზიარონ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს და აუარესებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს;
- სასამართლო გათავისუფლდეს გარე და შიდა გავლენებისგან. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით დაცვის მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა არ უნდა გაუარესდეს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები