Fort Hays State University — განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 17 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: www.logos.edu.ge/leaf/
ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1902 წელს დააარსდა (Fort Hays State University), მდებარეობს კანზასის შტატში, ქალაქ ჰეიზში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ასობით პროგრამასა და სასერთიფიკატო კურსებს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მათი მიზანია, რომ შექმნან ხელმისაწვდომი და კომპეტენტური საგანმანათლებლო სივრცე იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ იყვნენ წარმატებული პროფესიონალები 21-ე საუკუნის ძალიან კონკურენტულ სამუშაო გარემოში.
უნივერსიტეტი შედგება ხუთი ძირითადი სკოლისაგან: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა, მედიცინის მეცნიერებათა სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა და ტექნოლოგიისა და მათემატიკის სკოლა.
უნივერსიტეტი გამორჩეულია ცნობილი ონლაინ სწავლების მეთოდებითა და პროგრამებით. სტუდენტებს შეუძლიათ 200-მდე ონლაინ პროგრამის და სასერთიფიკატო კურსების გავლა, ინოვაციური სწავლების მეთოდებით.
შემოთავაზებული პროგრამებია:
- გამოყენებითი ტექნოლოგიები
- ისტორია
- ფიზიკა
- კომპიუტერული ინჟინერია
- ქიმია
- პოლიტიკური მეცნიერებები
ონლაინ (დისტანციური) სწავლის ღირებულება დამოკიდებულია კრედიტების რაოდენობაზე. საბაკალავრო საფეხურზე ერთი კრედიტის საფასურია $226.88, სამაგისტრო საფეხურზე $298.55, ბიზნესის მაგისტრატურის მიმართლებით $350, ხოლო დოქტორანტურის საფეხურზე $400.
უნივერსიტეტს აქვს 60-მდე სხვადასხვა მიმართულება საბაკალავრო საფეხურზე, როგორებიცაა: ბუღალტერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ისტორია, ჯანდაცვა, მარკეტინგი, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, და სხვა.
სამაგისტრო საფეხურზე ასევე 60-მდე პროგრამაა შეთავაზებული, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია (Counseling), განათლება, ისტორია და სხვა. სადოქტორო ხარისხის მოპოვება სტუდენტებს შეუძლიათ Nursing Practice-ის მიმართულებით (DNP).
სწავლის საფასური ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე, საცხოვრებელი ხარჯის ჩათვლით, არის, დაახლოებით, 25 000 აშშ დოლარი წელიწადში. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა ტიპისა და რაოდენობის დაფინანსებას.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 აპრილს, შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: www.logos.edu.ge/leaf/
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები