პროკურატურას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლზე თავდასხმის საქმეზე ბრალი ჯერ კიდევ არავისთვის წარუდგენია
ადამიანის უფლებათა სახლი ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 3 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) ოფისზე შეტევა განახორციელეს "ღირსების მარშის" მიმართ აგრესიულად განწყობილმა, ჰომოფობიური ჯგუფის მოძალადე წევრებმა.
5 ივლისს დილიდან "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ჟურნალისტებსა და აქტივისტებს თავს ესხმოდნენ და მათზე ძალადობდნენ. მათ იმ დღეს დაგეგმილი მარშის ორგანიზატორებს, მათ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს სხვადასხვა ლოკაციაზე ფიზიკური საფრთხე შეუქმნეს. მას შემდეგ, რაც "ღირსების მარშის" ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა სხვა ადგილები საფრთხის გამო დატოვეს და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში გადმოინაცვლეს, მოძალადე პირებმა ორგანიზაციის ოფისის შენობის გარშემო დაიწყეს შეკრება. თავდაპირველად, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ორგანიზაციის შენობაში მყოფ ადამიანებს, შემდეგ კი შენობის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა ერთგვარ შურისძიებას "თბილისი პრაიდის" კვირეულის ორგანიზატორებზე და მათ მხარდამჭერებზე: ლგბტქ+ ადამიანებზე, უფლებადამცველებზე, აქტივისტებზე, ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის", მოძრაობა "სირცხვილიას" და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე. შემთხვევისთანავე, ადგილზე გამოძახებულ იქნა პოლიცია, რომლის დახმარებითაც მოახერხეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მყოფმა პირებმა სხვა უსაფრთხო ადგილას გადასვლა.
აღნიშნულმა თავდასხმამ შენობაში მომუშავე ხუთ უფლებადაცვით ორგანიზაციას შეუშალა ხელი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში, მათ თანამშრომლებს კი შეეზღუდათ ადგილის არჩევის და თავისუფლად გადაადგილების უფლება, რამდენადაც ისინი ფაქტობრივად მოძალადე ჯგუფების ალყაში აღმოჩნდნენ.
ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და როგორც ჩვენთვის საგამოძიებო ორგანოებისგან ცნობილია, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ძირითადად მოწმეების გამოკითხვის სახით. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სამართლებრივ ინტერესებს იცავს მისი წევრი ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგამოძიებო ორგანოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შენობაზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები მიაწოდა, რომელსაც ამჟამად საჯაროდაც ვაქვეყნებთ. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა ორგანიზაციისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ამ სტატუსის მიღება და შედეგად შესაძლებლობა, გაეცნოს არსებული სისხლისსამართლებრივი საქმის მასალებს. თუმცა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა პროკურატურაში და ასევე გასაჩივრების შემდეგ - სასამართლოში. ორგანიზაციის ეზოში ამ დღეს ფიზიკური დაზიანება მიიღო ერთმა აქტივისტმა, ხოლო მეორე აქტივისტს მანქანა დაუზიანდა. თუმცა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, გამოძიებას არც ამ პირებისთვის მიუნიჭებია ჯერ-ჯერობით დაზარალებულის სტატუსი.
საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად: დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური ან მატერიალური ზიანი მიადგა უშუალო დანაშაულის შედეგად. ხოლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტების თანახმად, დაზარალებული პირი არის არა მხოლოდ სავარაუდო დარღვევის უშუალო მსხვერპლი ან დაზარალებული, არამედ ნებისმიერი პირი (მათ შორის ირიბი დაზარალებულიც), რომელსაც ექნებოდა ნამდვილი და პირადი ინტერესი დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შესახებ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ვხედავთ აგრესიული, ჰომოფობიური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო გააქტიურებას. მოძალადე ჯგუფები კვლავ სიძულვილის ენას იყენებენ უფლებადამცველების და აქტივისტების წინააღმდეგ. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას უფლებადამცველები და ამ დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დაუსჯელობასთან ბრძოლა. საერთაშორისო ინსტიტუტები არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში უთითებენ სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს უფლებადამცველების ეფექტიანი დაცვა და ჩაატაროს სწრაფი გამოძიება ნებისმიერ ქმედებებზე, რომელიც მათ უფლებებს არღვევს. როდესაც სახელმწიფოები ვერ ახერხებენ უფლებადამცველების წინააღმდეგ სხვადასხვა აქტორების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას, მათი პასიურობა, შესაძლოა, შეფასდეს როგორც მსგავსი ფაქტების მიმართ შემწყნარებლობა.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გამოამჟღავნოს ნება და აშკარად დაუჭიროს მხარი უფლებადამცველებს და საქართველოს თავისუფალ სამოქალაქო სექტორს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა ქნას იმისთვის, რომ უფლებადამცველებმა დაუბრკოლებლად ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, ხოლო ამ თავისუფლებების შემზღუდავმა პირებმა სათანადო პასუხი აგონ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები