Anonymous-მა პროპაგანდისტული ვიდეოების გავრცელებაზე, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის ბრძანება გამოაქვეყნა
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა პროპაგანდისტული ვიდეოების გავრცელების შესახებ, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 21 მარტის ბრძანება გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იზრდება იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც რუსი ჯარისკაცები ტყვედ ბარდებიან უკრაინაში და სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება ვიდეოები, სადაც მათ კეთილგანწყობილად ექცევიან. სამინისტროს ბრძანება უწყებას ავალებს ისეთი ვიდეომასალების შექმნას, რომლითაც წარმოაჩენენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვეებს არაადამიანურად ექცევიან.
დოკუმენტის მიხედვით, უწყებამ უნდა შეიმუშაოს და გაავრცელოს პროპაგანსიტული გრაფიკული მასალები, რომლითაც "დაამტკიცებენ", რომ უკრაინის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში არა რეალური ტყვეები, არამედ სხვა ხალხი არიან. ამასთანავე, სამინისტროს ევალება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც უარყოფს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები წვევამდელებს იყენებენ.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ისეთი კომენტარების გავრცელება, რომელშიც ძირითადი აქცენტი რუსეთში ჟენევის კონვენციის დარღვევაზე იქნება გაკეთებული.
დოკუმენტს ხელს აწერს ბულგაკოვი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად არის მოხსენიებული. ბულგაკოვის ხელმოწერით მსგავსი დოკუმენტი აქამდეც გავრცელდა. როგორც მასში ეწერა, თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ არ იმყოფება სამუშაო ადგილას, ეს კი ცუდად ისახება სამინისტროს იმიჯზე, ამიტომ გამოიცა ბრძანება ისეთი ფოტოებისა და ტექსტური მასალების შექმნისთვის, რაც შოიგუს შეხვედრებზე დასწრებას "დაამტკიცებდა". მსგავსი მასალების შექმნა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს დაევალათ და მათ ისინი ყველა ოფიციალური შეხვედრიდან უნდა გაევრცელებინათ.
რუსეთისთვის დადგმული ვიდეოების შექმნა და პროპაგანდის გავრცელება უცხო არ არის. ომის პერიოდში მათ გამოაქვეყნეს არაერთი ვიდეო, რომელიც ქმნიდა ილუზიას, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ხალხი ბედნიერად ხვდება. ასევე, რუსეთი საკუთარი პროპაგანდის გამოყენებით და სამთავრობო მედიების საშუალებით გამუდმებით ცდილობს ხალხი დააჯეროს, რომ მათ მიერ განადგურებულ უკრაინის ქალაქებს თავად უკრაინელები ბომბავენ. რუსული პროპაგანდის ნაწილია ის ვიდეოებიც, სადაც თითქოს უკრაინელები საუბრობენ, როგორ ავიწროებდა მათ აზოვის ბატალიონი. რუსეთის პროპაგანდისა და დადგმული ვიდეოების შესახებ საერთაშორისო მედიას კითხვები გაუჩნდა მაშინაც, როდესაც პუტინის შეხვედრების საეჭვო ვიდეობი გავრცელდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები