როგორ (არ) გამოეხმაურნენ ოსკარის ცერემონიაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრას
ოსკარის დაჯილდოება კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ ბუნებრივია, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი იმისა, რომ მისი ორგანიზატორები და მონაწილეები მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან თემებს რაიმე ფორმით გამოეხმაურებიან. წელს ასეთი საკითხი უკრაინაში რუსეთის შეჭრა და სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც თვეზე მეტია მიმდინარეობს და რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უკრაინელის სიცოცხლე ეწირება.
საზოგადოების მოლოდინი ოსკარის წინ რამდენიმე ვარსკვლავის განცხადებამ კიდევ უფრო გაამძაფრა. მაგალითად, ცერემონიის თანაწამყვანმა ემი შუმერმა გამოთქვა სურვილი, ოსკარის დაჯილდოებაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიეწვიათ, რათა მას მსოფლიოსთვის მიემართა. შონ პენმა კი განაცხადა, რომ თუ ზელენსკის არ მიიწვევდნენ, საკუთარ ოსკარებს გადაადნობდა.
ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებამ ზელენსკის გარეშე ჩაიარა. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ცერემონიის ორგანიზატორებმა და ვარსკვლავებმა საკმარისი ყურადღება და დრო არ დაუთმეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც მაყურებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ ოსკარს უკრაინის ხსენების გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია. ამ სტატიაში კი უფრო დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ გამოეხმაურნენ წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უკრაინაში მიმდინარე ომს:
1. წუთიერი დუმილი და უკრაინის შესახებ კინოაკადემიის განცხადება
ოსკარის ცერემონიის ორგანიზატორებმა და დამსწრე საზოგადოებამ უკრაინისადმი სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოხატეს. ცერემონიიის დროს ეკრანზე შემდეგი ტექსტი გამოჩნდა: "გვსურს, რომ წუთიერი დუმილით უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტისას ჩვენი ჰუმანურობის გამოსახატად ფილმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, რეალობა ის არის, რომ მილიონობით უკრაინელ ოჯახს საკვები, სამედიცინო დახმარება და სუფთა წყალი სჭირდება. ჩვენ, როგორც გლობალური საზოგადოების წევრებს, ერთად მეტის გაკეთება შეგვიძლია. გთხოვთ, როგორც შეგიძლიათ გვერდში დაუდგეთ უკრაინას, #StandWithUkraine".
2. მილა კუნისმა უკრაინელ ხალხს გამძლეობა შეუქო
წარმოშობით უკრაინელმა მსახიობმა ცერემონიაზე უკრაინელი ხალხის შეუპოვრობასა და გამძლეობაზე ისაუბრა:
"ასეთ საშინელ დროს შეუძლებელია, რომ უკრაინელი ხალხის გამძლეობამ არ გაგაოცოს. ისინი ამ წარმოუდგენელ სიბნელეშიც კი ძალას პოულობენ და ბრძოლას აგრძელებენ", — ასე დაახასიათა მილა კუნისმა უკრაინელი ხალხი.
აღსანიშნავია, რომ მილამ და მისმა ქმარმა, ეშტონ კაჩერმა, უკრაინისთვის $30 მილიონზე მეტი შეაგროვეს და მათ ზელენსკიმ მადლობა პირადადაც გადაუხადა.
3. ემი შუმერის მოკლე კომენტარი "უკრაინელი ხალხის გენოციდის" შესახებ
კრისტენ დანსტის შესახებ ხუმრობის შემდეგ ემი შუმერმა უკრაინელი ხალხის გენოციდი ახსენა, შემდეგ კი საზოგადოებას ენტონი ჰოპკინსი წარუდგინა:
"და უკრაინაში ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების გენოციდი მიმდინარეობს და მათი უფლებები ილახება. ახლა კი გთხოვთ, მივესალმოთ ენტონი ჰოპკინსს..."
4. ვარსკვლავების ნაწილმა უკრაინისადმი მხარდაჭერა აქსესუარებით გამოხატა
რამდენიმე ვარსკვლავი, მაგალითად, ჯეიმი ლი კერტისი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ლურჯი გულსაბნევით გამოჩნდა, რომლითაც უკრაინელ ლტოლვილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ბენედიქტ კამბერბეჩს უკრაინის დროშის ფერებიანი გულსაბნევი ეკეთა, ჯეისონ მომოას კი კოსტიუმის ჯიბეში ლურჯი და ყვითელი ქსოვილებისგან დამზადებული ცხვირსახოცი ედო.
ფაქტია, რომ წლევანდელ ოსკარის ცერემონიაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების, ინიციატივებისა თუ მოწოდებების ნაკლებობას ნამდვილად უჩიოდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ნაცვლად კი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უილ სმიტსა და კრის როკს შორის მომხდარი ინციდენტი აღმოჩნდა, რამაც საზოგადოების დიდ ნაწილს იმედი გაუცრუა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები