ასეთი მშვენიერი რამ ჯერ არასდროს მინახავს — ტიფანი ჰადიში უილ სმიტის გარტყმაზე
ოსკარის დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა, რის შესახებაც საზოგადოების შეფასება ორ ნაწილად იყო. კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა ოსკარის ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, პასუხად კი ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა, კრის როკს სახეში გაარტყა. მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილი უილ სმიტის საქციელს აკრიტიკებს და თავად მსახიობმა ბოდიშიც უკვე მოიხადა, თუმცა მას დამცველებიც გამოუჩნდნენ.
კომიკოსმა ტიფანი ჰადიშმა ოსკარის ცერემონიაზე უილ სმიტის ქმედება გაამართლა. კომიკოსის თქმით, ცოლზე ხუმრობის შემდეგ უილ სმიტის რეაქცია ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რაც ცხოვრებაში აქამდე უნახავს.
"როცა დავინახე, რომ შავკანიანმა კაცმა ცოლს მხარი დაუჭირა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. როცა კონკრეტულ მომენტში ქალი თავს დაუცველად გრძნობს და შემდეგი სიტყვები ესმის: "ჩემი ცოლის სახელი აღარ ახსენო, თავი დაანებე", — ეს ზუსტად ის არის, რაც ქმარმა უნდა გააკეთოს. ქმარმა უნდა დაგიცვას და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ჰადიში.
ჰადიში, რომელიც 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების სცენაზე თავადაც წარსდგა და სმიტების ოჯახთან მეგობრობს, კრის როკისთვის სახეში დარტყმას ამართლებს. "შესაძლოა, ბევრ ადამიანს უილის საქციელი არ მოეწონა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე ლამაზი რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ამ ემოციამ დამაჯერა, რომ კიდევ არიან კაცები, რომლებსაც თავიანთი ცოლები უყვართ და მათზე ზრუნავენ", — დასძინა ჰადიშმა.
შეგახსენებთ, რომ უილ სმიტმა კრის როკსა და კინოაკადემიას ბოდიში საჯაროდ უკვე მოუხადა. "მინდა, ბოდიში საჯაროდ მოგიხადო, კრის. ზღვარს გადავედი და არასწორად მოვიქეცი. ძალიან მრცხვენია. ჩემი ქმედება არ შეესაბამება იმ კაცისას, რომელიც მინდა, რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არაა", — წერს უილ სმიტი კრის როკს.
კრის როკმა უილ სმიტის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი უკვე განაცხადა. თუმცა აღსანიშნავია, რომ როკს პოლიციისთვის მიმართვა 6 თვის განმავლობაში შეუძლია. ასეთ შემთხვევაში უილ სმიტს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა და $100 000-მდე ჯარიმა ემუქრება.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები