სალი რუნის 2021 წლის სენსაციად ქცეული ახალი რომანი ქართულად ითარგმნება
ძალიან ცოტა თანამედროვე ავტორი თუ დაიკვეხნის ისეთი პოპულარობით, როგორიც ახალგაზრდა ირლანდიელ მწერალს, სალი რუნის, ხვდა წილად. მწერლის სამივე რომანი ბესტსელერად იქცა და ათობით ენაზე ითარგმნა, თუმცა, მკითხველები განსაკუთრებული მოლოდინით მის მესამე წიგნს ელოდებოდნენ, რომელიც 2021 წელს გამოვიდა.
Beautiful World, Where Are You ("მშვენიერო სამყარო, სად ხარ") გასული წლის ნამდვილ სენსაციად იქცა — წიგნის მაღაზიის რიგიდან გამოცემიდან პირველივე კვირაში გაყიდულ თითქმის 50 ათას ეგზემპლარამდე. ახლა კი, ამ წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის საშუალება ქართულენოვან მკითხველსაც ექნება — რომანს, ავტორის წინა ორი წიგნის მსგავსად, სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს, მთარგმნელი კვლავ გურამი ღონღაძე იქნება.
Beautiful World, Where Are You-ის სიუჟეტი ოთხი მთავარი გმირის გარშემო ვითარდება: მწერალი ელის კელეჰერი, მისი პარტნიორი — საწყობის თანამშრომელი ფელიქს ბრედი, ელისის მეგობარი და ჟურნალის რედაქტორი, აილინ ლაიდენი და ლაიდენის მეგობარი, ლტოლვილთა სააგენტოს თანამშრომელი საიმონ კოსტიგენი. პერსონაჟების ასეთი მრავალფეროვანი გალერეა რუნისთვის დამახასიათებელია, მით უმეტეს, რომ ამ წიგნში თანამედროვე სამყაროსათვის აქტუალური თემები: სიყვარული, არასტაბილური სოციალური მდგომარეობა და სოციალური კლასია განხილული.
ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ რომანი ბევრი ადამიანის სადარდებელს გამოეხმაურა — და ეს მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებელზე არ ასახულა. თითქმის 70 ათასი ხმით წიგნმა შარშან მკითხველების უდიდესი ვებპლატფორმის, Goodreads-ის პრიზი მოიპოვა მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში.
რუნიმ წიგნის წერა 2018 წელს დაიწყო, სანამ მისი მეორე რომანი, ჩვეულებრივი ადამიანები, გამოიცემოდა. ტექსტის დიდი ნაწილი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომაზე, ნიუ-იორკში, დაიწერა. რომანის სათაური კი ავტორმა შუბერტის კომპოზიციის მოსმენისას მოიფიქრა.
"მგონი, იმის განცდა, რომ მშვენიერი სამყარო ხელიდან გვეცლება, თანამედროვეობისთვის დამახასიათებელია, პოლიტიკური სიტუაციისა და კლიმატის კრიზისის გამო", — ამბობს რუნი, — "თუმცა, რეალურად, ამ გამოცდილების აღსაწერი კულტურული ტერმინოლოგია ჩვენს დღევანდელ გარემოებებს წინ უსწრებს, რაც ჩემთვის საინტერესოა".
სხვათა შორის, სულაკაურის გამომცემლობამ სალი რუნის წინა ორი რომანი გასულ წელს გამოსცა. ორივე მათგანი საქართველოშიც ბესტსელერად იქცა. წიგნების წარმატებას ხელი შეუწყო ეკრანიზაციებმაც — ჩვეულებრივი ადამიანების მიხედვით Emmy-ის ნომინანტი სერიალი გადაიღეს, საუბრები მეგობრებთან კი BBC-მ ასევე მინისერიალად აქცია, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები