დანიური კარაქის ბრენდი ლურპაკი, Lurmark-ის სახელით, ჯერ კიდევ 1901 წელს შეიქმნა. მას სათავეში თავიდან მხოლოდ რამდენიმე დანიელი ფერმერი ედგა. ფერმერთა ამ გაერთიანებამ მიზნად ორი რამ დაისახა — მათ მიერ შექმნილი კარაქი უნდა ყოფილიყო ნატურალური, უნდა ჰქონოდა ისეთი დახვეწილი გემო, რომლის გასინჯვის შემდეგაც, სხვა კარაქებისგან მარტივად გამოარჩევდნენ, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ორგანული ხაზი.

ფოტო: ლურკაპი

გემოს მიგნება მარტივი პროცესი არ ყოფილა. მწარმოებლები მათ მიერ შექმნილ ნიმუშებს, ბრმა ტესტირებებით, რეგულარულად ცდიდნენ. საბოლოოდ, ლურპაკმა თავის გემოსაც მიაგნო და ფერმაში ორგანული პროდუქტის საწარმოებლად საჭირო ყველა პროცედურაც დანერგა. სულ მალე კი, ის სხვა კარაქების ხარისხისა და გემოს საზომად იქცა და დანიის ერთგვარი სიმბოლო გახდა. დღეს ის 95 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც იყიდება. ბრენდს ერთგულებას მსოფლიოში უამრავი მზარეული უცხადებს.

ლურპაკის მთავარი ღირებულებები — ხარისხი და ორგანული მიმართულება

ფოტო: ლურკაპი

ლურპაკის წარმოების პროცესი მთელი ჯაჭვისგან შედგება, რომლის თითოეულ რგოლსაც თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი რგოლი ცხოველთა კვებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პირუტყვი, რომლისგანაც ფერმერი რძეს იღებს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და უსასუქო ნიადაგზე უნდა იკვებებოდეს. მისი საკვები უნდა იყოს არაგენმოდიფიცირებული და ჰორმონებისგან თავისუფალი. გარდა ამისა, ცხოველთა მოვლისას, დიდი ყურადღება ექცევა მათი ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას.

წარმოების პროცესი კი ტრადიციული მეთოდების, ისტორიულად დადასტურებული საუკეთესო პრაქტიკებისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით წარიმართება.

ლურპაკის შემადგენლობაშია მხოლოდ ორი ნატურალური კომპონენტი: რძე და რძემჟავა (ამიტომ ჰქვია მჟავე ნაღების კარაქი). 1კგ კარაქის მოსამზადებლად, 20 ლიტრ პრემიუმ კატეგორიის რძეს იყენებენ, რასაც ამატებენ რძემჟავა კულტურას. რძემჟავა კულტურა არის ძალიან სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს სხეულს , ინფექციებისგან პრევენციის საშუალებაა და ა.შ.

ასევე რძემჟავა კულტურების გამოყენებით მიიღება ლურპაკის კარაქის უნიკალური, განსაკუთრებულად კარგი გემო და სურნელი, ის ბუნებრივი სახით 100–ზე მეტ არომატულ კომპონენტს შეიცავს, გაცხელების და კერძში დამატების დროს ხსნის და აძლიერებს კერძის გემოსა და არომატს, ამიტომ ლურპაკის ლაქტური (მჟავე) კარაქი არის საუკეთესო არა მხოლოდ პურზე გადასასმელად, არამედ ცხობაშიც. ლურპაკს გამოკვეთილი ნაღების გემო, პასტერიზებული რძის არომატი, ღია შეფერილობა და კრემისებრი სტრუქტურა აქვს. რადგანაც, ის არანაირ დანამატს, გემოსა თუ ფერის შემცვლელებს არ შეიცავს, ამ მახასიათებლებს სხვა კარაქების ნატურალურობის შესაფასებლადაც იყენებენ.

ლურპაკი — საუკეთესო არჩევანი ყოველდღიური მოხმარებისა თუ სადღესასწაულო კერძებისთვის

ფოტო: ლურკაპი

ლურპაკს, მისი ეკოლოგიურობის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეკომენდაციას პედიატრებიც უწევენ. მისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, სასურველია, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად ვაქციოთ. ლურპაკი საუკეთესო არჩევანია სადღესასწაულო კერძებისთვისაც, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიჯანსაღის გარდა, ის დახვეწილი გემოთიც გამოირჩევა.

სულ მალე ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის — აღდგომისთვის სამზადისიც დაიწყება. ამიტომ, ყველაზე გემრიელი სააღდგომო კერძების მოსამზადებლად, დროა, ლურპაკიც მოვიმარაგოთ. მის შეძენას ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ შეძლებთ.