როგორი უნდა იყოს თევზი სუშისა და როლისთვის
რამდენად უსაფრთხოა ცოცხალი (ანუ უმი) თევზით დამზადებული სუში?
ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად დააინტერესებს იმ ადამიანს:
ა) ვისაც სახლში, საკუთარი ხელით სურს სუშის და როლის მომზადება და ბ) ვისაც სურს სუშის გასინჯვა, მაგრამ თავს იკავებს იმის გამო, რომ ის აპრიორი უმი თევზით იქნება მომზადებული.
პირველი კატეგორიის ადამიანებისთვის პასუხად გეტყვით, რომ დღეს საქართველოში ბევრ სუპერმარკეტშია შესაძლებელი ცოცხალი თევზის შეძენა, მთავარია, მისი ამოცნობა არ შეგეშალოთ. გაცილებით საინტერესოა მეორე კატეგორია — ანუ ის ადამიანები, ვინც სუშის ჭამისგან თავს იკავებენ უმი თევზის გამო.
საქმე ის არის, რომ საქართველოში თევზის პროდუქტების დამზადება უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილი სანიტარიული წესების და ნორმების მოთხოვნებს. ამიტომ, თევზი აუცილებლად გადის დამუშავების პროცესს — იქნება ეს დამარინადება ან მსუბუქად დამარილება, თუ თერმოდამუშავება. ასეთი თევზით დამზადებული სუში და როლი სრულიად უსაფრთხოა და ლეგიტიმური უფლება აქვს, თქვენს მაგიდაზე აღმოჩნდეს.
როცა სახლის პირობებში გსურთ სუშის მომზადება, რა თქმა უნდა, არანაირი სანინსპექცია არ შეგამოწმებთ — შეგიძლიათ, შეიძინოთ სუშის ინგრედიენტები და შეუდგეთ სუშის მომზადებას ტრადიციული სუშის რეცეპტით, თუმცა ამ შემთხვევაში ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ თევზი საიმედო ხელიდან იყიდეთ. გახსოვდეთ, რომ ახალი თევზი ყოველთვის არ არის ახალი. ამ წინადადებაში შეიძლება, ყური მოგჭრათ ტავტოლოგიამ, მაგრამ ეს ფაქტია.
მოკლედ, თუკი ბრინჯის, ნივრის და სხვა ინგრედიენტების შეძენისას, ასე თუ ისე, ყველაფერი ცხადია, სუშისთვის თევზის შერჩევა მარტივი საქმე არ გახლავთ. არასწორად შერჩეული თევზი კი არა მხოლოდ კერძის ვიზუალს გააფუჭებს, არამედ გემოვნურ თვისებებზეც ნეგატიურად იმოქმედებს.
ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი 99% შემთხვევაში სახლში მომზადებული სუშის გემოვნური თვისებები გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე სუშის მზარეულის მიერ მომზადებული კერძისა. ის ერთი პროცენტი კი იმ ადამიანისთვის დავტოვეთ, ვინც, შეიძლება, დაბადებით კულინარიის ღმერთია.
რომელი სახეობის თევზით მზადდება სუში და როლი?
ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ასეთია: ორაგული, თინუსი და გველთევზა. გურმანებს, ასევე, სთავაზობენ სუშის, თევზით ფიგუ, თუმცა მისი მომზადების უფლება მხოლოდ განსაკუთრებული ლიცენზიის მქონე მზარეულებს აქვთ.
როლის მოსამზადებლად კი ხშირად ზღვის სხვა პროდუქტებიც გამოიყენება: კრევეტები, მიდიები, კალმარები, რვაფეხა, კიბორჩხალები.
ტრადიციულად, იაპონურ სამზარეულოში ზღვის თევზი უყვართ, რადგან ის გაცილებით უსაფრთხოა საკვებად თერმული დამუშავების გარეშე. მდინარის თევზი სუშის და როლისთვის არ გამოდგება — ამის მიზეზი, პირველ რიგში, მისი გემოა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ზღვის თევზის გემოსგან.
როგორ შევარჩიოთ სუშის თევზი?
სუშის და როლისთვის თევზის შესარჩევად ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაყინვის ხარისხი. მაღაზიის დახლებზე ხშირად, ახლად დაჭერილი ორაგულის ნაცვლად, შეგხვდებათ თევზი, რომელიც -18 გრადუსამდე ან უფრო ღრმად იყო გაყინული ან რომელმაც გაყინვა-გალღობის რამდენიმე ციკლი გამოიარა. ეს უკანასკნელი, გირჩევთ, არ შეიძინოთ.
თუკი ახალდაჭერილი/ცოცხალი თევზის შეძენას აპირებთ, დაიმახსოვრეთ:
- საღი თევზის ხორცი უნდა იყოს მკვრივი და არა — მორბილებული. თუკი ხელის დაჭერისას გაჩენილი ჩაღრმავება სწრაფად არ ამოივსება, იცოდეთ, რომ ამ თევზმა გაყინვა-გალღობის რამდენიმე ციკლი გამოიარა, რის შესახებაც ზემოთ ვამბობდით;
- ლაყუჩები (შიგნიდან) უნდა ჰქონდეს ნათელი წითელი ფერის. გაყინვის შემდეგ ფერი ხდება მონაცრისფრო, ოდნავ წითელი შეფერილობით;
- სხვადასხვა სახეობის თევზს სუნიც სხვადასხვა აქვს, თუმცა ახალი თევზის სუნი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მძაფრი;
- ახალ თევზს თვალები უნდა ჰქონდეს ცოტა ამობურცული, პრიალა და მკვრივი.
თუკი პირველად ყიდულობთ სუშისთვის თევზს და ჯერ არ გაქვთ ამ საქმეში გამოცდილება, მაშინ გირჩევთ, სუპერმარკეტში მსუბუქად დამარილებული ორაგული შეიძინოთ.
მოკლედ, როცა სუშის სახლში მომზადებას გადაწყვეტთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თევზი ახალია. საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლიათ, გამყიდველს მოსთხოვოთ დოკუმენტი, რომელიც პროდუქტის წარმომავლობას და ვადებს ადასტურებს.
როგორც ხედავთ, სუშისთვის თევზი არცთუ ისე მარტივი შესარჩევია, როგორც ეს შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს.
თუ სუშის მომზადებას გადაწყვეტთ ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ და სასურველია გაეცნოთ ბლოგს თუ რა შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე სუშისთან ერთად. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ სუშის და როლის ჭამის ეტიკეტი.
თუკი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაგიქრათ სურვილი, თევზის და სხვა საჭირო პროდუქტებისთვის მაღაზიაში წახვიდეთ და შერჩევას შეუდგეთ, შეუკვეთეთ სუში და როლი იოში სუშისთან — მიირთვით უსაფრთხოდ და ისიამოვნეთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები