ყელში ამომივიდა — დენიელ რედკლიფი უილ სმიტისა და კრის როკის ინციდენტის განხილვაზე
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა წლევანდელი ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტია. ჯეიდა სმიტის შესახებ ნათქვამი ხუმრობის გამო ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სახეში გაარტყა, შემდეგ ოსკარი მიიღო, მოგვიანებით კი საზოგადოებასა და კრისს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.
ინციდენტს, რომელმაც ფაქტობრივად ოსკარის ცერემონიაზე მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი მომენტები მთლიანად გადაფარა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ტვიტერზე უამრავი მიმის ნახვის შემდეგ უფრო მეტი ადამიანის აზრი მოვისმინეთ: ზოგი უილ სმიტის ქმედებას გმობდა, ზოგი კი — კრის როკის ხუმრობას. ზოგიერთმა ვარსკვლავმა, მაგალითად, ჯიმ კერიმ, უილ სმიტის ქმედება საჯაროდ გააკრიტიკა, ცნობილი ადამიანების უმეტესობამ კი კომენტარისგან თავი შეიკავა.
ინციდენტის შესახებ ცოტა ხნის წინ კითხვა ჰარი პოტერის ვარსკვლავ დენიელ რედკლიფსაც დაუსვეს. გადაცემა Good Morning Britain-ში მიწვეულ დენიელმა აღიარა, რომ ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა აზრის მოსმენა უბრალოდ ყელში ამოუვიდა:
"არა, ვნახე, რაც მოხდა. უბრალოდ ამის შესახებ ადამიანების აზრების მოსმენა უკვე ყელში ამომივიდა. აღარ მინდა მათ მოსაზრებებს ჩემიც დავუმატო", — განაცხადა მსახიობმა.
ოსკარი 2022-ის წარმომადგენლების განცხადებით, უილ სმიტს კრის როკისთვის სახეში გარტყმის შემდეგ დარბაზის დატოვება სთხოვეს, მაგრამ მსახიობმა უარი განაცხადა. კინოაკადემიის მმართველთა საბჭომ, რომელიც გასულ ოთხშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა, განაცხადა, რომ სმიტის წინააღმდეგ ქცევის სტანდარტების დარღვევის გამო სამართალწარმოება დაიწყო.
კინოაკადემიის თქმით, სმიტს შესაძლებლობა ექნება, რომ თავი წერილობითი პასუხით დაიცვას, რომელსაც საბჭო 18 აპრილს განიხილავს. უილ სმიტს, რომელმაც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაარღვია, აკადემიამ სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება დაუწესოს.
რაც შეეხება კრის როკს, ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, ის უილ სმიტისთვის ჩივილს არ აპირებს.
ამავე თემაზე:
- ინტერნეტის რეაქციები უილ სმიტის მიერ კრის როკისთვის გარტყმაზე — 15 მიმი
- ჩემი ქმედება მიუღებელი და უპატიებელი იყო — უილ სმიტმა კრის როკს მოუბოდიშა
- კრის როკი არ აპირებს, რომ უილ სმიტს უჩივლოს
- ასეთი მშვენიერი რამ ჯერ არასდროს მინახავს — ტიფანი ჰადიში უილ სმიტის გარტყმაზე
- ჯიმ კერის აზრით, უილ სმიტი კრის როკისთვის სახეში გარტყმის გამო უნდა დააპატიმრონ
- უილ სმიტს ვიდეო ამოუქექეს, რომელშიც კაცს სიმელოტეზე დასცინის
- კრის როკისთვის გარტყმის შემდეგ უილ სმიტს ოსკარი 2022-ის დატოვება სთხოვეს, მაგრამ უარი თქვა
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები