ნივთები, რომლებიც ყველა ავტომფლობელს უნდა ჰქონდეს
ბევრი მძღოლისთვის ავტომობილი ფუფუნების საგანია, ზოგისათვის კი მანქანა მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მანქანის მოვლა, რაც მის გამართულობასა და სისუფთავეში უნდა აისახოს.
ავტომობილის მოვლა ზოგს თავად შეუძლია, ზოგი კი ამისთვის სპეციალურ სერვისებს მიმართავს. მაგალითად, ბაბუაჩემი ყოველთვის ხუმრობდა, როდესაც ხედავდა, როგორ მიმყავდა ავტომობილი გასარეცხად ან ვულკანიზაციაში. სულ მიმეორებდა, რომ არაფერი უნდოდა ავტომობილის გარეცხვას, საბურავის დაბერვას ან თუნდაც ელემენტარული ჭანჭიკის გადაჭერას.
მის ავტოფარეხში მრავალ ისეთ ინსტრუმენტსა თუ დანადგარს გადააწყდებოდით, რომლითაც ოდნავ ხელმარჯვე მძღოლიც კი რაღაცას მოახერხებდა და მცირე დოზით მაინც შეძლებდა მანქანის შეკეთებასა თუ გასუფთავებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, ავითვისე და მარტივი შემთხვევების დროს მის რჩევებს დღესაც ვიყენებ.
დღევანდელ ბლოგში მინდა, რამდენიმე საჭირო ნივთი თუ ატრიბუტი გაგაცნოთ, რომლებზეც ბაბუა ხშირად მიყვებოდა და რომლებიც თქვენი ავტომობილის მწყობრში მოყვანაში დაგეხმარებათ.
ინსტრუმენტების ნაკრები
ინსტრუმენტების ნაკრები როგორც ავტოფარეხში, ისე საბარგულშიც აუცილებელია, რადგან ყოველთვის შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქანჩის გასაღებები, სახრახნისები, მკვნეტარა, ბრტყელტუჩა და ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაკრებში შედის, შესაძლოა, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს დაგჭირდეთ. ამ ნაკრების საშუალებით შეძლებთ, მოუშვათ ან მოუჭიროთ ნებისმიერი ზომის ჭანჭიკი და რაც ყველაზე მთავარია — მისი დახმარებით აღარ მოგიწევთ მეზობლების შეწუხება სხვადასხვა ზომის ქანჩის გამო.
საბურავის ელექტროკომპრესორი
ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც დილით სახლიდან გამოსულს საბურავი დაშვებული დაგხვედრიათ, ან ერთ-ერთ სუსტ საბურავს მუდამ სჭირდებოდა "დამატება". სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის აუცილებელი ელექტროკომპრესორი, რომელიც მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევისა და ვულკანიზაციის რიგში დგომის გარეშე მოგიგვარებთ პრობლემებს. მისი გამოყენება ძალიან მარტივია — კომპრესორის მილს საბურავზე ვამონტაჟებთ და სულ რამდენიმე წუთში წნევა სასურველ ნიშნულამდე აღწევს. ელექტროკომპრესორი ზომითაც საკმაოდ კომპაქტურია და, შესაბამისად, საბარგულშიც ძალიან მცირე ადგილს იკავებს.
აკუმულატორის დამტენი
ხანდახან მგონია, რომ ეს ინსტრუმენტი პირადად ჩემთვის გამოიგონეს, რადგან ხშირად მიწევს ავტომობილის დიდი ხნით გაჩერება, რაც აკუმულატორის განმუხტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
როდესაც "პერემიჩკებით" ვქოქავდი მანქანას, აკუმულატორის სრულად დასამუხტად, დამატებით 50კმ-ის გავლა მიწევდა. ეს პრობლემა საწვავის ხარჯშიც აისახებოდა. დამტენის ყიდვის შემდეგ, ძალიან მარტივად, დენის მინიმალური დანახარჯით, 100%-ით ვმუხტავ მანქანას. აკუმულატორის დამტენს უფრო ხშირად ცივ ამინდებში ვიყენებ, რადგან ჩემს ავტომობილს დაბალი ტემპერატურის დროს აკუმულატორის განმუხტვა კიდევ უფრო ხშირად სჭირდება.
სარეცხი დანადგარი
ადრე ერთ ავტოსამრეცხაოში დავდიოდი, რომლის გვერდითაც პატარა კაფე იყო, სადაც გემრიელ ყავაზე უარს არასდროს ვამბობდი. ერთხელ, კაფეს ვიტრინიდან გავყურებდი ჩემი სედანის რეცხვის პროცესს და ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, მეც მქონოდა ასეთი დანადგარი, რომლითაც თვითონ გავრეცხავდი მანქანას.
ინტერნეტში ძებნის დროს თეგეტას ონლაინ შოპ-ზე ზუსტად ასეთი დანადგარი ვიპოვე. ფასის ნახვის შემდეგ გამოვიანგარიშე და მივხვდი, რომ, თუ ამ დანადგარს განვადებით ვიყიდდი ავტომობილის სისუფთავისთვის თვეში იმაზე ნაკლებს გადავიხდიდი, ვიდრე ავტოსამრეცხაოში სიარულის შემთხვევაში.
სარეცხი დანადგარი საკმაოდ მრავალფუნქციური გამოდგა და დღემდე მეხმარება ავტომობილის იდეალურად გასუფთავებაში.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ხელსაწყოები საკმაოდ კომპაქტური და გამოსადეგია, მით უმეტეს მათთვის, ვისაც საკუთარი ხელით უყვარს ავტომობილის მოვლა. ამ ინსტრუმენტების ფართო არჩევანი თეგეტას ონლაინ მაღაზიაშია წარმოდგენილი.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები