ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, აგიტაცია — რა დარღვევები დააფიქსირა ISFED-მა
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, რუსთავის, ბათუმისა და გარდაბნის საარჩევნო უბნებში ორგანიზაციის დამკვირვებლებს შესვლისა და დაკვირვების უფლება შეუზღუდავად მიეცათ. მათივე თქმით, 13 საათისთვის არსებული ინფორმაციით, დარღვევების უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედური არჩევნების დროს დაფიქსირდა.
კერძოდ, ბათუმის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე აგიტაციის შემთხვევა. იყო შემთხვევა უბნის მოწყობის წესის დარღვევისაც.
"ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2015 ამომრჩეველი, თუმცა უბანზე განთავსებულია მხოლოდ 3 კაბინა, მაშინ როცა კანონის თანახმად, ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 კაბინა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე საარჩევნო უბანზე ფართის სივიწროვისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლის გამო, დამკვირვებლებს ხელი ეშლებათ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებაში. ამავდროულად, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკი", — აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია საუბრობს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზეც. კერძოდ, მათი ცნობით, ბათუმის 90-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 15-მდე ადამიანს არ ეკეთა პირბადე, მათი ნაწილი, შენიშვნის მიუხედავად, მითითებას არ დაემორჩილა. ISFED დარღვევის კიდევ ერთ შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, 79-ე უბანზე კომისიის წევრი ბეიჯითა და მართვის მოწმობით მივიდა და ის საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით უბანზე დაუშვეს.
რაც შეეხება საარჩევნო უბნის მიმდებარედ არსებულ ვითარებას. ორგანიზაციის თქმით, ბათუმის 77-ე უბანთან ამომრჩევლების ერთი და იმავე ტრანსპორტით არაერთჯერადი მობილიზება გამოავლინეს. ასევე, დამკვირვებლებმა 79-ე უბანთან დააფიქსირეს, რომ "პოლიკიტიკისა და სამართლის ობსერვერის დამკვირვებელი ამომრჩეველთან საეჭვო კომუნიკაციაში შედის", ორგანიზაცია დასძენს, რომ უბანთან, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კოორდინატორებიც არიან მობილიზებული.
გარდა ამისა, ISFED-ში აღნიშნავენ, რომ 89-ე უბანთან მყოფი კოორდინატორები და აკრედიტებული დამკვირვებლები ამომრჩეველთა მობილიზებას ახორციელებდნენ. ასევე, ბათუმის 91-2 უბანთან შეინიშნება პირთა ხანგრძლივი შეკრებები.
"კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიან", — აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი.
ბათუმში საკრებულოს ახალი მაჟორიტარი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ენმ-მა მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. პარტიაში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა.
რაც შეეხება რუსთავს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერად აირჩიეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები