ბუჩას ტრაგედიის გამო, ლელო ითხოვს, 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს — "ოცნებაში" ამბობენ, რომ ომის ყველა დღე გლოვისაა
პარტია ლელოს ითხოვს, რუსეთის მიერ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, 5 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდეს. ქართულ ოცნებაში ამ ინიციატივის საპასუხოდ ამბობენ, რომ ომის ყველა დღე გლოვისაა.
ლელოს განცხადებით, რუსეთის ქმედება უკრაინაში ცალსახად წარმოადგენს ომის დანაშაულს. მათი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმის საერთაშორისო გამოძიების პროცესი.
"ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ლელო საქართველოსთვის მოითხოვს: პირველი — 5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
მეორე — ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, მათ შორის გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.
მესამე — გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება", — წერია განცხადებაში.
ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ქართული ოცნება ამბობს, რომ ომის ყველა დღე ომისაა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი საკითხით მანიპულირებას ცდილობს.
"ყოველი დღე ომისაა, რომელიც არის. რა თქმა უნდა ყოველი დღე არის გლოვის დღე. კიდევ ერთხელ არის მცდელობა სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დაიწყონ მანიპულაცია საკითხებით. [...]
ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ასეთი ინიციატივის ავტორი ხოლმე, მათ არც უკრაინა აინტერესებთ, არც საქართველო აინტერესებთ და სინამდვილეში არც რეალური თანაგრძნობაც არ აქვთ", — ამბობს პაპუაშვილი.
მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები