ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს 5 წლით პატიმრობა შეეფარდათ
5 ივლისის საქმეზე TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ნინო ელიაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
"წარდგენილი ბრალდებების მიხედით, ყველა ბრალდებასთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოდის და მხოლოდ ცოოტნე ჩიხლაძესთან მიმართებით ცვლის სასამართლო კვალიფიკაციას. სხვა შემთხვევაში, ყველა ბრალდებულ პირთან მიმართებაში წარდგენილ კვალიფიკაციებს სასამართლო დადგენილად მიიჩნევს", — განაცხადა მან.
მოსამართლის გადაწყვეტილებით:
- აკაკი ნაკაშიძე — დამნაშავედ ცნეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილის, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ათვლა იწყება დაკავების დღიდან;
- თორნიკე დავლაშელიძე — 225-ე მუხლის მეორე ნაწილის, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ათვლა იწყება დაკავების დღიდან;
- ცოტნე ჩიხლაძე — 225-ე მუხლის მეორე ნაწილის, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ათვლა იწყება დაკავების დღიდან.
- დავით კუტალაძე — 225-ე მუხლის მეორე ნაწილის, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ათვლა იწყება დაკავების დღიდან.
- გია გიგუაშვილი — 225-ე მუხლის მეორე ნაწილის, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ათვლა იწყება დაკავების დღიდან.
- ოთარ გელაშვილი — 225-ე მუხლის მეორე ნაწილის, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ათვლა იწყება დაკავების დღიდან.
დღეს ჟურნალისტების ძალადობაში ბრალდებულების ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ მედიის წარმომადგენლები. იქ მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფის წევრებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვაში 6 პირი იყო ბრალდებული.
ექვსივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი იყო შემდეგი ბრალი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა იარაღის გამოყენებით), 156-ე მუხლის (დევნა) მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი — დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, 154-ე მუხლი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 118-ე მუხლის მესამე ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში — სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული და ჯგუფურად, 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება — მხოლოდ ერთი ბრალდებულის ც.ჩ.-ის მიმართ) მეოთხე ნაწილით.
წინასასამართლო სხდომამდე 3 დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). თუმცა აღნიშნული სამედიცინო დასკვნა 5 ივლისის მოვლენების შედეგად მიღებულ დაზიანებებს შეეხებოდა.
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
კომენტარები