გრემიზე ლედი გაგამ დაიჩოქა და გამარჯვებულ კონკურენტს კაბა გაუსწორა
როგორც ჩანს, მნიშვნელოვან დაჯილდოებებზე ზოგიერთი ვარსკვლავი სახეში გარტყმის ნაცვლად, განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენს და კონკურენტებს ეხმარება. ამის მშვენიერი მაგალითი ლედი გაგაა, რომელმაც გრემის წლევანდელ დაჯილდოებაზე საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაიმსახურა.
გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო პოპ შესრულების (დუეტი/ჯგუფი) ნომინაციაში ლედი გაგა და ტონი ბენეტი SZA-ისა Doja Cat-ის დუეტმა დაამარცხა. ჯილდოს მისაღებად SZA სცენისკენ ყავარჯნების დახმარებით გაემართა. მომღერალს გრძელი კაბა ეცვა, რომელიც სიარულისას აიბლანდა. გაგას ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დაიჩოქა და მომღერალს კაბა შეუმჩნევლად შეუსწორა, რათა SZA სცენაზე მშვიდად ასულიყო და გამარჯვებით დამტკბარიყო.
ვიდეოს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:
"არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ, მაგრამ მგონია, გაგა ძალიან საყვარელია, რადგან ერთადერთი იყო, ვინც SZA-ს დაეხმარა"
"ლედი გაგა SZA-ს სცენაზე დაეხმარა. ქალები სხვა ქალებს მხარს უჭერენ"
ეს გრემის დაჯილდოებაზე გაგას ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ტონი ბენეტთან ერთად გრემი ვერ მოიგო, გაგამ მათი ორი სიმღერა მარტომ მაინც შეასრულა. ტონის ალცჰაიმერი აქვს, რის გამოც დაჯილდოებას ვერ დაესწრო, თუმცა მომღერალი ჩანაწერის დახმარებით წარადგინა. ლედი გაგამ შესრულების ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავა.
ლედი გაგა განსაკუთრებული გულისხმიერებისთვის ოსკარის ცერემონიაზეც შეაქეს. მან საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული 76 წლის ლაიზა მინელთან ერთად გამოაცხადა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საჯაროდ იშვიათად ჩნდება და ახლაც ძალიან ღელავდა. გაგამ შეძლო, რომ მინელისთვის ეს საღამო და გამარჯვებულის გამოცხადება სასიამოვნო მოგონებად ექცია და მომღერალი შიშებს მარტივად გამკლავებოდა.
ამავე თემაზე:
ოსკარი 2022-ზე ლაიზა მინელის დახმარებისთვის ლედი გაგამ ქება დაიმსახურა
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები