ახალი Volvo XC90 გაზრდილი ელექტროდიაპაზონით საქართველოშია
- დამუხტვადი ჰიბრიდი ახლა უფრო ეკომეგობრული და მძლავრია
- შერეული წვა 100 კმ-ზე 1.3 ლიტრია
Volvo XC90 T8 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით უკვე საქართველოშია.
შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის მოდელი "ვოლვო ქარ საქართველოს" შოურუმშია წარმოდგენილი.
საავტომობილო გიგანტი Volvo, რომლისთვისაც, უსაფრთხოებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ახალი Plug in Hybrid-ის მონაცემებს ზრდის. სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90, 55-ის ნაცვლად, 95 კილომეტრამდე მანძილს ფარავს.
მექანიზმი მარტივია:
- 6 საათია საჭირო 100%-ით დამუხტვისათვის.
- Pure Mode რეჟიმზე გადაყვანის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და არც ნახშირბადის კვალს ტოვებს.
- 95 კილომეტრის გავლის შემდეგ, მანქანა არ ჩერდება და შიდა წვის ძრავაზე გადადის.
გაგა კოხრეიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის" დირექტორი: — "Volvo XC90 T8 2022 წლის უახლესი მოდელია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. "ვოლვო ქარ საქართველო", ცხადია, ვერ დააგვიანებდა. ვცდილობთ, არჩეულ გზას არ გადავუხვიოთ და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული უახლესი ავტომობილები და სერვისები. XC90 T8 ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია, სრულად მიჰყვება ვოლვოს კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით, უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2-ტონიან ავტომობილს 5 წამში აჩქარება შეუძლია".
ვოლვოს შვიდადგილიანი, საოჯახო მოდელი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. აქვს 360-გრადუსიანი პარკინგკამერა, სალონში უმაღლესი ხარისხის ჰაერის საწმენდი ტექნოლოგიაა დამონტაჟებული.
Volvo-ს სამომავლო სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი — დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო მეორე ნახევარი სრულად ელექტრო უნდა იყოს. 2030-დან კი შვედური ბრენდი მხოლოდ ელექტრომოდელების წარმოებას აპირებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
- Volvo XC90 Plug-in Hybrid
- ამძრავი თვლები: ოთხივე წამყვანი
- სავარძლების რაოდენობა: 7
- ძრავა: 2.0 ტურბოდამტენი
- სიმძლავრე: 462 ცხენის ძალა
- აჩქარება 0-100კმ 5.3 წამში
- მაბრუნი მომენტი: 709 ნმ
- მაქსიმალური სისწრაფე: 180 კმ/სთ
- ერთი დამუხტვის რესურსი: 95კმ-მდე
- საწვავის მოხმარება: 1.3ლ/100კმ-ზე
- CO2 ემისია — 29გ/კმ-ზე
"თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო" 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "ვოლვო ქარ საქართველო" უზრუნველყოფს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები