პონტო, ზღვა ვრცელი
დმანისის რაიონის ერთ პატარა, მთიან სოფელს ჩემი სოფელი ჰქვია, გორა. მერე რა, რომ სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხვდები იქ. სამაგიეროდ, არასდროს დამავიწყდება ქვის სახლები, მკაცრი ბუნება, ზანზალაკების ხმა საღამოობით, ძროხების დაბრუნებისას, რძის, ყველის, ფუნის, მოხარშული კარტოფილის, ნივრის და კვამლის სუნი, კარაქის სადღვები, უგემრიელესი, ცოტა მძაფრსუნიანი ყველი და პონტოური ენა, რომელზეც ხმამაღლა და თითქოს ჩხუბით ლაპარაკობდნენ თავსაფრიანი ქალები.
ეს ჩემი ბავშვობაა, ახლა კი სევდიანი აწმყო — იქ მომრავლებული საფლავები ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოსა და სასაფლაოზე. თუ ბერძნულ მითოსსა და ფილოსოფიაში მოგზაურობა გინდათ, ამ საფლავის ქვების წარწერების წაკითხვა მოგიწევთ — არისტოტელე, სოკრატე, ჰერაკლე, ათენა და კიდევ ბევრი სახელი თავისივე ბერძნული გვარით ჩემი წინაპრები და წინაპრების წინაპრები.
მე პონტოელი ბერძენი ვარ, სამშობლოდან — შავიზღვისპირა ქალაქიდან საუკუნეების წინ გამოდევნილი. ვიცი თუ არა რამე? — ბევრი, წაკითხული, ამბად გაგონილიც — ტრაპიზონის წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძრის წინამძღვრისა და მისი ბევრი შვილის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი-ჩემი პაპის პაპა აღმოჩნდა, კავკასიისკენ შეცდომით წამოსულმა სახლი მთიან დმანისში მოძებნა, იქ პატარა ეკლესიაც ააშენა. ეს ეკლესია დღესაცაა, 28 აგვისტოს იქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პონტოელი ბერძნები იკრიბებიან. ეს უბერებელი, დაუვიწყარი ტრადიციაა, აგვისტოს ბოლოს აუცილებლად უნდა დაბრუნდე წინაპრების სოფელში.
ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ჰელადოს ხომ გახსოვთ? ამბავი სოხუმიდან საბერძნეთში ვერდაბრუნებულ ბიჭზე, იანგულიზე, რომელიც სამუდამოდ შავი ზღის ნაპირზე დარჩა. მხოლოდ მოთხრობა წაგიკითხავთ, თუ ეკრანიზაციაც გინახავთ? ეს ის იშვიათი მხატვრული ფილმია, სადაც პონტოური დიალექტი ისმის. იანგულის ამბავი ერთი პატარა წვეთია იმ დიდი ისტორიისა, რთული, ტრაგიკული საუკუნეებისა, დაკარგვის, სიკვდილის და დაბრუნებისა, რასაც პონტოელ ბერძენთა ისტორია ჰქვია.
წაიკითხეთ სრული ისტორია
სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის #ჩვენვართსაქართველო ფარგლებში.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები