ოსკაროსან ირანელ რეჟისორ ასგარ ფარადის პლაგიატობაში ადანაშაულებენ
ოსკაროსანი რეჟისორის ასგარ ფარადის ყოფილი სტუდენტი ამტკიცებს, რომ რეჟისორმა 2021 წლის ფილმის A Hero (გმირი) იდეა მისი ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმიდან აიღო.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, თავდაპირველად ასგარ ფარადიმ უჩივლა თავის ყოფილ მოსწავლეს, სახელად აზადე მასიჰზადეს, ცილისწამებისთვის, რის შემდეგაც აზადემ საპასუხო საჩივარი შეიტანა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ მასიჰზადეს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ახლა საქმე მეორე მოსამართლეს გადაეცემა, რომლის განჩინებაც გადაწყვეტს, დაისჯება თუ არა ფარადი. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება.
აზადე მასიჰზადემ 2014 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ციხის პატიმრის შესახებ, რომელმაც სასჯელის მოხდის შემდეგ ფულით სავსე ჩანთა იპოვა და მფლობელს დაუბრუნა. ფილმის სახელწოდებაა All Winners, All Losers (ყველა გამარჯვებულია, ყველა წაგებულია) და ის მასიჰზადემ მაშინ გადაიღო, როცა ფარადის მოსწავლე იყო.
ფარადის 2021 წლის ფილმის გმირი სიუჟეტიც მსგავს ელემენტებს შეიცავს. სახელოვანი ფილმების A Separation (გაყრა) და The Salesman (გამყიდველი) რეჟისორის ეს ახალი ნამუშევარი გასულ წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს და ჟიურის გრან-პრიც კი მიიღო.
გმირის სცენარის ავტორად მხოლოდ ასგარ ფარადია მითითებული.
აზადე მასიჰზადემ The Hollywood Reporter-ს განუცხადა, რომ ფარადი მასზე ზეწოლას ახდენდა და აიძულებდა, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც ამ ისტორიაზე საავტორო უფლებებს მთლიანად მას გადასცემდა ისე, რომ თავად აზადე ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებდა.
ფარადი ადვოკატის მეშვეობით აცხადებს, რომ მისი ფილმის მთავარი იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა და ის შთაგონებული იყო ბერტოლტ ბრეხტის პიესით გალილეოს ცხოვრება.
ფარადის საჩივარი მასიჰზადეს წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო არ მიიღო.
შემდგომ კი მასიჰზადეს სარჩელი პლაგიატის შესახებ სასამართლოს თავდაპირველი განჩინებით მასიჰზადეს სასარგებლოდ განიხილეს. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა სასჯელს გამოუტანს ირანის სასამართლო პლაგიატის გამო ასგარ ფარადის.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
კომენტარები