საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკრებულოსთან ერთად იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის უკრაინის გმირების სახელის მინიჭების საკითხზე.

"კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის უკრაინის გმირების სახელის მინიჭების საკითხზე", — წერს საგარეო.

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი დღეს კალაძეს შეხვდა.