Forbes-ის მილიარდერთა სიაში კვლავ ორი ქართველია — ივანიშვილი და ლომთაძე
Forbes-მა მილიარდერთა რეიტინგი განაახლა. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს 2 668 მილიარდერი ჯამში 12,7 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობს. უმდიდრეს ადამიანების სიაში ორი ქართველი — ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძეც მოხვდა.
ბიძინა ივანიშვილი
Forbes-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 4,8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და უმდიდრესი ადამიანების სიაში 586-ე ადგილს იკავებს. როგორც რეიტინგშია მითითებული, ივანიშვილის ქონება 2020 წლის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა. გამოცემისვე ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი 2019 წელს 4,9 მილიარდი დოლარს ფლობდა, ხოლო 2018 წელს მისი ქონება 4,6 მილიარდად იყო შეფასებული.
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, რის შემდეგაც ის 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა. Forbes ივანიშვილის ცნობილ ციტატასაც აქვეყნებს, სადაც ის ფულთან დაკავშირებით საკუთარ მიდგომაზე საუბრობს.
"ადამიანს მილიარდები არ სჭირდება. ორასი მილიონი საკმარისია. ამის შემდეგ ეს მხოლოდ სპორტია", — ბიძინა ივანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილი 5,9 მილიარდ დოლარს ფლობს და 500 მილიარდერის სიაში 442-ე ადგილს იკავებს.
მიხეილ ლომთაძე
რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, Forbes ყაზახეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ქონებას 1,9 მილიარდ დოლარად აფასებს. ლომთაძე მილიარდერთა რეიტინგში 1 579-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მისი ქონება მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ყაზახეთში არსებულ არეულობას უკავშირდება. 2021 წლის რეიტინგის მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონება $3,2 მილიარდი იყო.
ქართველი მილიარდერი ყაზახური კომპანია Kaspi-ის თანადამფუძნებელია, რომლის აქციებიც 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. Kaspi ყაზახეთში არსებული უმსხვილესი საგადასახადო ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2020 წლის ოქტომბერში Kaspi-ს აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წელს ლომთაძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 515 მილიონი წმინდა მოგება იყო.
აღსანიშნავია, რომ ლომთაძე ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვიდან Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში აღარ იძებნება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები