საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისი რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციას უმასპინძლებს
საქართველოს ბანკისა და "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა გრძელდება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, თბილისი 11-12 აპრილს კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს ექსპერტი ესტუმრება, არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), არამედ ევროპიდან და ამერიკიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციისა (IPA) და "პენ ამერიკის" წარმომადგენლებიც.
უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები კონფერენციას ონლაინ შემოუერთდებიან, შესაბამისად, ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. რუსეთი კი, რომელიც ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, ბოიკოტის ნიშნად, კონფერენციაზე მოწვეული არ არის.
კონფერენცია, ძირითადად, პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- თარგმნა: ენათა გადაკვეთა კულტურის ამოკვეთის გარეშე;
- ზღვარზე — მწერლები სამხრეთ კავკასიიდან და შავი ზღვის რეგიონიდან განიხილავენ რუსულ ექსპანსიონიზმს;
- კიევი, სოფია, ბუქარესტი, თბილისი — ოთხი ლიტერატურული გაჩერება;
- როგორ ეხმარებიან აგენტები მწერლებს კარიერულ წინსვლაში;
- რაშია გამოცემის თავისუფლების არსი?
- პანდემიის შემდეგ წიგნით ვაჭრობისთვის ნათელი მომავლის შენება;
- საავტორო უფლებები — გამოწვევები და შესაძლებლობები;
- თარგმანების მზარდი პოპულარობა: ადგილობრივი და გლობალური ტალანტების პაექრობა.
- დამოუკიდებელი გამომცემლობები — ისტორიები გადარჩენასა და წარმატებაზე.
კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა 60-მდე ქართველმა თუ უცხოელმა გამომცემელმა.
კონფერენცია 11 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. კონფერენციას გახსნიან "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი.
ღონისძიებას სასტუმრო "რუმსის" საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები