სალომე ზურაბიშვილი

9 Apr. 2022, 14:33

დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილის დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები, ასევე, ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან, ზუსტად იგივე იდეებისთვის, იგივე იდელებისთვის, იგივე თავისუფლებისთვს, იგივე დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 9 აპრილი 1991 წლის. ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენს და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ და არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენ წარსულის და ტრადიციების ღირსი და ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ, 1989 წლს იდგნენ და არ დაჩოქილან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ