ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულებს 16 და 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ აკო ჭელიძეს სასამართლომ 17-წლიანი, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"სასჯელი რომ იყოს კანონიერი და სამართლიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე ბრალდებული ჩადენილი ქმედებისთვის უნდა დაისაჯოს მკაცრად, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მდგომარეობს შემდეგში — ალეკო ჭელიძე ცნობილ იქნეს დამნაშვედ და მიესაჯოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მე-2 ნაწილის "ც" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, მასვე 5 წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობითალეკო ჭელიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით და მასვე 5 წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ალეკო ჭელიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მას სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 7 ოქტომბრიდან.
გიორგი კავილაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით. მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვას იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ გიორგი კაველაძეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით. მასვე 5 წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ალეკო ჭელიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მას სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 7 ოქტომბრიდან", — განაცხადა მოსამართლემ.
დაცვის მხარის ძილითადი მოტივი და აპელირება იყო იმაზე, რომ ეს არ იყო ჯგუფური დანაშაული და არც იარაღის ჯგუფურად ტარებას ჰქონია ადგილი, თუმცა ბრალდებულები სასამართლომ ორივე ნაწილში დამნაშვედ სცნო.
"დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაიკითხა მაგთის წარმომადგენელი, ცდომილება იყო 35 კილომეტრი და შეიძლება, ეს ერთად ყოფნას არ ნიშნავდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და როდესაც ჩვენ ვკითხავთ აღნიშნული ოფისის წარმომადგენლებს, აქ საუბარია გარკვეულ მომენტში, როდესაც ანძა დაკავებულია ან იფარება. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ქმედება. როდესაც ბრალდებულები საათობით იმყოფებიან ერთად და მათ მდებარეობას აფიქსირებს იგივე ანძები, ვისაც ნიკო კვარაცხელიას ანძა ემსახურება, საცხოვრებელ ტერიტორიას, ეს უტყუარად მიუთითბს მათ იმ ტერიტორიაზე ყოფნას და არა იმას, რომ იმას, რომ ერთმა ანძამ შეიძლება დაიჭირა მეორე ანძა.
რაც შეეხება მეორე და უმნიშვნელოვანეს ვიდეომტკიცებულებას, რომელიც არაერთხელ აქ ვნახეთ, მათ ჯგუფურობასა და ორგანიზებულობაზე მეტყველებს თუნდაც ის უმნიშვნელო მომენტი, თუ ნამდვილად ნიკოლოზთან სალაპარაკოდ იყვნენ მისულები და ამ შემთხვევაში გიორგი საქმის კურსში არ იყო, მანქანა იყო დაპარკინგებული, მათ დაინახეს ნიკოლოზის ადგილზე მისვლა, არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მანქანა გადაეადგილებინათ, გაეჩერებინათ იმ ადგილზე, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გარიდებოდნენ შემთხვევის ადგილს, არ არსებობდა. გაუარეს ადამიანს, გამოუარეს, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. მანქანა დააპარკინგეს ისე, რომ ქმედების ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი დაეტოვებინათ და იქიდან გაქცეულიყვნენ.
რაც შეეხება ჯგუფურობას იარაღის ნაწილში, ამ შემთხვევაში მართალია გიორგის უშუალოდ არ სჭერია ხელში იარაღი, დაცვის მხარემ ჯგუფურობაზე ძალიან ბევრი ილაპარაკა, მაგრამ მე მითითებას გავაკეთებ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რასაც აქვს ადგილი მოცემულ შემთხვევაში იმის ჩათვლით, რომ მათ იარაღი შემთხვევის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ ერთობლივად მოიშორეს, არ თქვეს და არ ამბობენ, თუ სად წაიღეს დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი", — განაცხადა მოსამართლემ.
კვარაცხელია ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრეს, რომელიც იმავე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები კი პოლიციამ თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავა.
ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. თუმცა ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. ჭელიძე ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.
მეორე ბრალდებული გიორკი კავილაძე კი წარდგენილი ორი ბრალდებიდან თავს დამნაშავედ არცერთში არ მიიჩნევს. მისივე თქმით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები