8 ვარსკვლავური დედმამიშვილი, რომლებმაც ჰოლივუდი საოჯახო ბიზნესად აქციეს
ჰოლივუდი უამრავ წარმატებულ და ნიჭიერ მსახიობს ითვლის, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, წარმომავლობა, გამოცდილება თუ ხასიათი აქვთ. ვარსკვლავების ნაწილი ხშირად საკუთარ ოჯახში ერთადერთი ცნობილი ადამიანია, თუმცა ისეთ შემთხვევებსაც ვიცნობთ, როცა ჰოლივუდი ერთი ოჯახის რამდენიმე წევრმა დაიპყრო.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ დედმამიშვილებს, რომლებმაც ჰოლივუდი ოჯახურ ბიზნესად აქციეს:
1. ლიამ ჰემსვორტი, კრის ჰემსვორტი და ლუკ ჰემსვორტი
ლიამი შიმშილის თამაშების ვარსკვლავია, კრის ჰემსვორტს საზოგადოება ყველაზე კარგად თორის როლით იცნობს, ხოლო ლუკი სერიალ Westworld-ში თამაშობს.
2. კარდაშიანები
რობ კარდაშიანი, კიმ კარდაშიანი, კორტნი კარდაშიანი, ქლოი კარდაშიანი, კაილი ჯენერი და კენდალ ჯენერი დედასთან ერთად რეალითი შოუს სამყაროს ნამდვილი ვარსკვლავები არიან.
3. მერი-ქეით, ეშლი და ელიზაბეთ ოლსენები
ტყუპები — მერი-ქეითი და ეშლი 90-იანებსა და ადრეულ 2000-იან წლებში უამრავ ფილმში მონაწილეობდნენ. ელიზაბეთ ოლსენს კი საზოგადოება განსაკუთრებით კარგად ვანდა მაქსიმოვის როლით იცნობს.
4. ბოლდუინები
ალეკ, სტივენ, ბილი და დენიელ ბოლდუინების სახელები ჰოლივუდში კარგადაა ცნობილი. ისინი მსახიობების, პროდიუსერებისა და რეჟისორების ამპლუაში ხშირად გვევლინებიან.
5. რალფ და ჯოზეფ ფაინსები
რალფ ფაინსის კინემატოგრაფია უამრავ პროექტს მოიცავს, თუმცა მას ვოლდემორის როლით თითქმის ყველა კარგად იცნობს. ჯოზეფმა კი თავი ყველაზე მეტად მხევლის წიგნში შესრულებული როლით დაგვამახსოვრა.
6. დაკოტა და ელ ფენინგები
დაკოტა და ელ ფენინგების შემოქმედება უამრავ ფილმსა თუ პროექტს ითვლის. დები ჰოლივუდში ბავშვობიდან დღემდე თითქმის ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობენ.
7. რუნი მარა და ქეით მარა
რუნის როლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლიზბეთ სალანდერია, ქეით მარამ კი თავი Brokeback Mountain-ითა და House of Cards-ით დაგვამახსოვრა.
8. ბენ და კეისი აფლეკები
ბენ აფლეკის როლებს შორის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ბეტმენის პერსონაჟია. მისი ფილმოგრაფია ისეთ ფილმებს მოიცავს, როგორებიცაა Good Will Hunting, Armagedon, Gone Girl და ა.შ. კეისის საზოგადოება ისეთი ფილმებით იცნობს, როგორებიცაა American Pie, Interstellar, Manchester By The Sea და სხვ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები