მიშა მშვილდაძე ფეისბუქპოსტის გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე ფეისბუქპოსტის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც სუს-ში On.ge-ს განუცხადეს, ის მაგისტრი მოსამართლის თანხლებით დღეს, 17 საათზე დაიკითხება.
მშვილდაძემ სტატუსი 4 აპრილს დაწერა. ამით ის პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილი უკრაინის "დასჯასა და დაჩაგვრაზე" საუბრობდა.
"ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? — თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა", — დაწერა მშვილდაძემ.
სუს-ში On.ge-ს უთხრეს ისიც, რომ მშვილდაძე უკვე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება. კერძოდ, საქმე 2020 წლის პირველ ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებულ გამოძიებას ეხება. უწყებაში მაშინ განმარტავდნენ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან მობილურ ჯგუფებს აკომპლექტებდნენ.
ამასთან, 2021 წლის 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოციალურ ქსელებში "რევოლუციურ მოწოდებებს" გამოეხმაურა და მოქალაქეები სასჯელზე გააფრთხილა. ამას წინ უძღოდა სუს-ის გაფრთხილება, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, მსგავსი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, ამავე მიზნით შეიარაღებული მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უწყების ამ განცხადებას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა და ისინი ფეისბუქზე რევოლუციას პოსტავდნენ.
სუს ამტკიცებდა, სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს "რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით". ამის ფონზე უწყება აცხადებდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, მსგავსი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, ამავე მიზნით შეიარაღებული მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები