პუტინმა ბუჩის ტრაგედიას "ფეიკი" უწოდა, ლუკაშენკომ "ბრიტანელების ფსიქოლოგიური ოპერაცია"
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ უარყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტვაში თავისი ბრალეულობა. პუტინი ამბობს, თითქოს გავრცელებული კადრები და ინფორმაციები "ფეიკია", ლუკაშენკო კი ამას "ბრიტანელების ფსიქოლოგიურ ოპერაციას" უწოდებს.
საერთო პრესკონფერენციისას ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებშიც ჩანს, როგორ დაგეგმეს და განახორციელეს ბრიტანელებმა "ოპერაცია". პუტინმა კი თქვა, რომ მსგავსი "პროვოკაციების მოწყობას სირიაშიც ცდილობდნენ, როცა ბაშარ ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გამოჩნდა, რომ ეს ფეიკია. ასეთივე ფეიკია ბუჩაც".
პუტინის თქმით, "სპეცოპერაცია" ანუ ომი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მათი ამოცანაა მიაღწიონ ყველა დასახულ მიზანს. მან არ დაიშურა პროპაგანდა იმაზე, რომ რუსები, ბელარუსები და უკრაინელები მოძმე ხალხია და იქვე თავის მართლებაც სცადა, ტრადიციულად დასავლეთზე თავდასხმით:
"რაც უკრაინაში ხდება ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა. ბუჩას რაც შეეხება, ჩემს დასავლელ კოლეგებს ვეკითხები, იყავით სირიაში?"
მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა კიევის მიმდებარე ტერიტორიები დატოვეს, გაირკვა, რომ ოკუპანტებმა ბუჩასა და ბოროდიანკაში ასეულობით ადამიანი აწამეს და დახოცეს. ქუჩაში მოკლულთა კადრები საერთაშორისო მედიებმა გადაიღეს. ბუჩის ხოცვა-ჟლეტვა იხილა არაერთმა მსოფლიო ლიდერმაც. ამის მიუხედავად რუსეთი თავის ბრალეულობას არ იმჩევს და ცდილობს, უკრაინას დააბრალოს.
7 აპრილს ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მისი თქმით, ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი ბოლო მონაცმებით 320-ს შეადგენდა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები