დავაკავეთ პირი, რომელმაც უკრაინის მოქალაქის მანქანა გაქურდა — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1960 წელს დაბადებული პირი, რომელმაც 31 მარტს გლდანში უკრაინის მოქალაქის ავტომობილი გაქურდა.
უწყების ცნობით, ის წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა. შსს-ის განცხადებით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1 ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პირველ აპრილს უკრაინის მოქალაქემ, ელიზავეტა ფილოტამ On.ge-ს განუცხადა, რომ მანქანიდან ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი იყო წაღებული. მისივე თქმით, მანქანას უკრაინული ნომრები ჰქონდა და არ ელოდა, თუ ლტოლვილებს ასე მოექცეოდნენ. ელიზავეტა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოიდანაა ლტოლვილი და მანქანაში ის ნივთები ჰქონდა, რომლის გადარჩენა და წამოღებაც შეძლო. წერდა, რომ აქ ჩამოსვლისას უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა შვილისთვის, ახლა კი 6 500 დოლარის ღირებულების ტექნიკა მოპარეს, რომელსაც სამსახურისთვის იყენებდა.
უკრაინის მოქალაქე ამბობდა, რომ სამართალდამცავებს მიმართა, მაგრამ, ადგილზე მისულმა პოლიციამ არ შეამოწმა მანქანა და ჩვენება არ აიღო, მიზეზად კი უთხრეს, რომ რუსული ენის თარჯიმანი სჭირდებოდათ და მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ. ქალი ამბობდა, რომ დახმარების იმედი დაკარგა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც, გვიან ღამით მასთან ახალი ეკიპაჟი მივიდა. ჩვენთან საუბარში ელიზავეტა ამბობდა, რომ პოლიცია დილის 6 საათამდე ადგილზე იყო და დოკუმენტებს ადგენდნენ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები