არასდროს დაგივიწყებ, სამოთხეში შევხვდებით — 9 წლის უკრაინელი გოგოს ემოციური წერილი ომში დაღუპულ დედას
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ბოროდიანკაში მცხოვრები 9 წლის გალიას დედაა, რომელსაც თავისმა შვილმა ემოციური წერილი მისწერა.
წერილი ფოტო უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ, ტვიტერზე გამოაქვეყნა.
8 მარტით დათარიღებულ წერილში გალია დედას მადლობას უხდის და ნატრობს, რომ იგი სამოთხეში მოხვდეს.
"დედიკო, ეს წერილი შენი საჩუქარია", — წერს გალია, — "თუ გგონია, რომ ჩემი აღზრდისას უმიზეზოდ იქცეოდი, ცდები. მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების 9 წელი მაჩუქე. დიდი მადლობა, რომ ბავშვობა მაჩუქე. შენ სამყაროში საუკეთესო დედიკო ხარ. არასდროს დაგივიწყებ. სამოთხეში ბედნიერებას გისურვებ. ვნატრობ, რომ სამოთხეში მოხვდე. მანდ შევხვდებით. ვეცდები, ისე მოვიქცე, რომ სამოთხეში მოვხვდე. გკოცნი".
ბოროდიანკა ბუჩის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქია, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, დაღუპულების რაოდენობა 5 ათასს აღწევს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქში ჩადენილი სისასტიკის მასშტაბი მის მეზობელ დასახლებაში, ბუჩაში, მომხდარს აღემატება. ბუჩა რამდენიმე დღის წინ რუსეთის აგრესიის ყველაზე გულმოსაკლავ და თვალსაჩინო სიმბოლოდ იქცა — მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი უკრაინულმა ძალებმა აღიდგინეს, მათ აქ მასობრივი საფლავები და ქუჩებში დახოცილი ადამიანების ცხედრები იპოვეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსიი რეზნიკოვის ცნობით, ბუჩაში დაღუპულების რაოდენობა 400-ს აჭარბებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კონფლიქტმა ასობით ბავშვის სიცოცხლეც შეიწირა.
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე სპეცრაზმელებმა ე.წ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს 9 აპრილის ქუჩაზე სპეცრაზმელებმა ე.წ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
კომენტარები