10 ვარსკვლავი, ვისთან შეხვედრასაც ადამიანები უსიამოვნოდ იხსენებენ
ვარსკვლავურ სახეებთან შეხვედრა ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ ხოლმე. სხვა საკითხია, როგორ — არცთუ იშვიათად, ეკრანებზე ნანახი ადამიანი სულაც არაა ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია. სწორედ ასეთი იმედგაცრუებების გასაზიარებლად შეიქმნა Reddit-ზე გვერდი — "ვინ არის ყველაზე უხეში ვარსკვლავი, ვისაც კი შეხვედრილხართ?". შეკითხვას პასუხად უამრავი გრძელი თუ მოკლე ისტორია მოჰყვა.
1. ოპრა უინფრი
"$200-იანი ვახშმის შემდეგ სამადლობელი არც კი დაუტოვებია — ამის ნაცვლად, ხელსახოცზე ხელი მომიწერა და ისე იქცეოდა, თითქოს ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო".
2. ლენი კრავიცი
"ლენი კრავიცი იმ სასტუმროში დარჩა, სადაც მე ვმუშაობდი. კრავიცმა სასტუმროს ხელის მოწერა მოსთხოვა შეთანხმებაზე, რომ პერსონალი მას არ შეხედავდა და არ დაელაპარაკებოდა".
3. ჯერარდ ბატლერი
"მე ვანკუვერში ვცხოვრობ, ჩემი ოჯახის წევრი კი 20 წელია, კინოინდუსტრიაში მუშაობს, ასე რომ, ბევრი ამბავი მაქვს გასახსენებელი. მაგალითად, ასე 9 წლის წინ, ჯერარდ ბატლერი ჩემს მეგობარს კლუბში აეკიდა. ჩემი მეგობარი მისით დაინტერესებული არ იყო და ეს პირდაპირ უთხრა. თუმცა, ბატლერმა მისი ნების გათვალისწინებით ნაცვლად, ჩვენთან, მის მეგობრებთან სცადა ტელეფონის ნომრის გარკვევა. სულ არ უცდია, ზღვარი დაეცვა ან პატივი ეცა მისი უარისთვის".
4. ლებრონ ჯეიმსი
"ჩემმა შვილმა ორლანდოს ერთ-ერთ მაღაზიაში ლებრონ ჯეიმსი დაინახა და მისკენ გაიქცა. 13 წლის გოგომ ჯეიმსს სურათის გადაღება სთხოვა, თუმცა, იგი გაღიზიანდა და უთხრა, რომ მასთან სურათის გადაღების ღირსი არ იყო და არც ამის დრო არ ჰქონდა. მერე ჰკითხა, საერთოდ თუ იცოდა, ვინ იყო იგი. მისი წასვლის შემდეგ ჩემი შვილი ტიროდა, ამიტომ ნაყინი ვუყიდე".
5. ჰიუ გრანტი
"ავიაკომპანიაში მუშაობისას ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვედრილვარ. ერთ-ერთი მათგანი ჰიუ გრანტია. ერთხელ, როცა იგი პირველი კლასით მგზავრობდა, სტანდარტული პროცედურა მოითხოვდა, რომ მენეჯერს ყველა კაბინის მგზავრისთვის პირადად წარედგინა საკუთარი თავი. როცა ჩემი მენეჯერი ჰიუს მიუახლოვდა და დაიწყო: 'გამარჯობა, მისტერ გრანტ, ჩემი სახელია...', მან შეაწყვეტინა და უთხრა, გაა*ვიო".
6. ბილ კლინტონი
"ჩემი ცოლი ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა სასტუმროში და თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს შეხვედრია, ვინც კი შეიძლება მოგაგონდეთ. მისი თქმით, მათგან ყველაზე მაგარი ტიპი სნუპ დოგი იყო, ყველაზე საზიზღარი კი — ბილ კლინტონი, თუმცა, მე ამ ამბავზე მეცინება. ჩემი ცოლი სასტუმროს გარეთ მიაბიჯებდა, როცა ბილს მოჰკრა თვალი და ისე მიაშტერდა, რომ ხის ტოტს დაეჯახა. ბილს ისეთი სიცილი აუტყდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. დაცვა ჩემს ცოლს მივარდა, რომ დახმარებოდნენ, თუმცა, ბილმა, რომელიც ისე იცინოდა, რომ ლაპარაკიც უჭირდა, დაცვას უთხრა, რომ სიარული გაეგრძელებინათ".
7. კრისტენ სტიუარტი
"ჩემს მეგობრებთან ერთად საცურაო აუზის გარეთ ველოდებოდი ტაქსის, როცა კრისტენი და მისი შეყვარებული სიცილით მოგვიახლოვდნენ. ბუნებრივია, მათ მივაჩერდით, რის გამოც კრისტენი ჩვენკენ წამოვიდა და გვკითხა, რა ხდებაო. თან ხელები ისე გაშალა, თითქოს ჩხუბისთვის ემზადებოდა. მერე კი სიცილით მოგვცილდნენ. ნამდვილად უნდა დაუფიქრდეს, ასე ვის ელაპარაკებდა, რადგან ზოგიერთმა მართლა შეიძლება დაარტყას".
8. მადონა
"ჩემს სამუშაო ადგილზე მადონა წელიწადში რამდენჯერმე მოდის. ყოველ ჯერზე მას 5-7 ადამიანი ახლავს თან, დიდი ქუდი ახურავს და მზის სათვალეები უკეთია, ცდილობს, თავის მეგობრებს შეერიოს ხოლმე. ხალხი, ვინც მას თან ახლავს, ძალიან პრეტენზიულია და ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ ხოლმე. ამისთვის არც მადლობას იხდიან და არც არაფერს; დიდ არეულობას ტოვებენ სამადლობლის გადახდის გარეშე ხოლმე. მათ ვერ ვიტან. არც ვესალმები და არც ვემშვიდობები".
9. ემინემი
"დენვერში ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი და ემინემს ველოდებოდით, რომ მისთვის ავტოგრაფი გამოგვერთმია. ძალიან ციოდა, ჩვენ 3 თუ 4 საათი ვიცდიდით. მან კი თხოვნაზე უარით გვიპასუხა".
10. ალეკ ბოლდუინი
"ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთხელ ალეკ ბოლდუინის ოჯახის ძაღლები დავინახე. მათკენ მოსაფერებლად გავიქეცი. გაითვალისწინეთ, რომ ბოლდუინმა და მისმა ოჯახმა ძაღლები მაღაზიის გარეთ დატოვეს, ამიტომ, არ ვიცოდი, რომ პატრონები ისინი იყვნენ. ეს რომ დაინახეს, საჩქაროდ მოქაჩეს თავიანთ ძაღლებს და მე მიყვირეს. მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი".
ბონუსი: ნილ დეგრას ტაისონი
"კოლეჯში სწავლისას წიგნის მაღაზიაში ვმუშაობდი და როცა დრო მქონდა, ზეგანაკვეთურ სამუშაოზეც არ ვამბობდი უარს. იმ დღეს ნილ დეგრას ტაისონი ჩვენთან შეხვედრას აწყობდა, ამიტომ მისი წიგნები მქონდა გასაყიდად გამოწყობილი. სიტყვით გამოსვლა რომ დაასრულა, მომიახლოვდა, გამეცნო და მკითხა, მის რომელ ორ წიგნს გამოვარჩევდი. მაშინ 20 წლის ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, არც მისი წიგნები მქონდა წაკითხული; ამიტომ, ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, მხოლოდ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ვასრულებდი წიგნის მაღაზიისთვის. ამას მთელი ორწუთიანი შეგონება მოაყოლა, ჩემი ასაკის ხალხს ამუნათებდა, რომ მეცნიერება არ გვაინტერესებს და არც კი ვიცით, ის ვინ არის, ბლა-ბლა-ბლა. როცა დაასრულა, სულელურად შევხედე, მან კი გაიარა. ისე მელაპარაკა, რომ თავი საზიზღრად მაგრძნობინა".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები