"განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროექტი იწყება" — რას გულისხმობს ეს
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროექტი" იწყება. მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
"სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამიდან ოთხ წლამდე, დაახლოებით, სამ წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, ყველა პროექტი, რასაც მე ახლა ჩამოვთვლი იყოს დასრულებული.
დაფინანსების ჯამური მოცულობა, დაახლოებით, 2,5, შეიძლება, 3 მილიარდი ლარიც იყო. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ, 2 მილიარდი ლარის პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის", — განაცხადა მან.
ღარიბაშვილმა, ასევე, ისაუბრა, რომ პროგრამის განხორციელების დროს 20 000 ადამიანი დასაქმდება. ის ამ გადაწყვეტილებას "უნივერსალურს" უწოდებს.
"ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტირებული, ჩვენი გარანტიით, ამ გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ.
მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება ეს ყოველივე, ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და როგორც აღვნიშნე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და როგორც აღვნიშნე, მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე", — თქვა მან.
პრემიერმინისტრმა ისაუბრა სკოლების მშენებლობაზეც. მისი განცხადებით, იგეგმება ჯამში 800 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტიც, დაახლოებით, მილიარდი ლარი იქნება.
"აი, მაგალითად, ჩვენ სკოლების მიმართულებით, გახსოვთ, რომ ჩვენ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 220-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
ანუ ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი. ბიუჯეტი იქნება, დაახლოებით, მილიარდი ლარი. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ბაღების მდგომარეობაც შეაფასეს და ის :კრიტიკულია". როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ასევე გეგმავენ 412 ბაღის რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით და 90 ბაღის აშენებას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები