Range Rover Batumi Gold — ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსია ჯი-თი მოტორსის შოურუმში
ქართველი ავტომოყვარულების მცირე ნაწილს ახალი Range Rover-ის ხილვის საშუალება მიეცა. ეს განსაკუთრებული ამბავია, რადგან სხვა ფერებთან ერთად, ჯი-თი მოტორსის შოურუმში Range Rover Batumi Gold იდგა — ავტომობილი, რომელსაც ქართველი აუდიტორია მოუთმენლად ელოდა.
ლეგენდარული მოდელები დახურულ ჩვენებაზე წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჯი-თი მოტორსმა გადაწყვიტა, გრანდიოზული ღონისძიება არ გაემართა. ამიტომ დახურულ ჩვენებას მხოლოდ კომპანიის VIP მომხმარებლები და Range Rover-ის მფლობელები ესწრებოდნენ. თუმცა, Range Rover Batumi Gold მათთვისაც განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი იყო.
"გვიხარია, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ახალი Range Rover წარადგინა. ცხადია, შოურუმში ამ მოდელის სხვადასხვა ფერს შეხვდებით, თუმცა, გასაკვირი არცაა, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში Range Rover Batumi Gold მოექცა. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ წინასწარი შეკვეთები ჯერ კიდევ ოქტომბერში, წარდგენის დღეს მივიღეთ.ის, რომ მსოფლიო ბრენდმა ავტომობილის ექსტერიერის ერთ-ერთ ფერს ჩვენი ზღვისპირა ქალაქის სახელი დაარქვა, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საამაყოა. მიხარია, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად Jaguar Land Rover-თან წარმატებული თანამშრომლობაც სახელდება", — აცხადებს ჯი-თი მოტორსის გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი.
მოდერნიზებული Range Rover-ისთვის ბრიტანული ავტოგიგანტის დიზაინერებმა განსხვავებული ფერები შექმნეს. Batumi Gold-ის შემთხვევაში, ინსპირაცია ბათუმის შთამბეჭდავი ხედები და მზის ჩასვლა იყო. მსოფლიო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ახალ ვერსიას რამდენიმე წელი ელოდა. ის, რომ ასეთი მოვლენა, გარკვეულწილად, საქართველოს ზღვისპირა ქალაქთან ასოცირდება, ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამით ბათუმი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა.
ფოტო: ჯი-თი მოტორსი
თუმცა, Jaguar Land Rover-ისთვის ბათუმი სილამაზე გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. ასეთი ჟესტით მსოფლიო ბრენდმა რეგიონული ოფისის პატივისცემა გამოამჟღავნა. Jaguar Land Rover-ისა და ჯი-თი მოტორსის თანამშრომლობა 14 წელს ითვლის. კომპანია ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.
"Jaguar Land Rover-ისა და ჯი-თი მოტორსის თანამშრომლობა 14 წლის წინ დაიწყო. ეს საქმიანი ურთიერთობა წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძლიერდება. ჯი-თი მოტორსს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ეს ძალიან კარგად ეტყობა დღევანდელ ღონისძიებასაც. მათ საკუთარ მომხმარებლებთან ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. სწორედ ქართველ მომხმარებელს, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარვუდგინეთ ახალი Range Rover. ღიმილი სტუმრების სახეებზე ძალიან სასიამოვნო სანახავია. ვხვდები, რომ ეს ავტომობილი ქართველ მომხმარებლებში მარლაც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს", — აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის რეგიონული ოფისის გაყიდვების დირექტორი, რობ პრესტონი.
ჯი-თი მოტორსში ამბობენ, რომ Range Rover-ის ყველა მოდელი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, უკვე გაყიდულია. რადგან მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამავე მიზეზით, ამ ეტაპზე ჯი-თი მოტორსში შეკვეთების მიღებაც შეზღუდულად მიმდინარეობს.
ფოტო: ჯი-თი მოტორსი
დიზაინერებმა Range Rover-ის განახლებული მოდელის ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შეინარჩუნეს. ამიტომ, ერთი შეხედვით არის შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ნამდვილად Range Rover-ს ვუყურებთ. დიზაინი მოდერნიზებულია, სტილი კი მეტად დახვეწილი და მინიმალისტური. შეიძლება ითქვას, რომ Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია. ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. მაგალითად, Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ჰაერის წმენდისა და ხმის იდეალური იზოლაციის უნიკალური სისტემები კი ახალ Range Rover-ს კიდევ უფრო სასურველს ხდის.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები