რას ამბობენ ქართული ოცნების დეპუტატები ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნი დღის შეცვლაზე
საპარლამენტო ოპოზიციამ წარმოადგინა ინიციატივა, რომ საკითხი ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშვნის შესახებ დაჩქარებული წესით განიხილონ. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, რომ რუსეთი ისტორიასა და თარიღებს ე.წ. "რუსული მსოფლიოს" შექმნისთვის.
"ახლოვდება 8-9 მაისი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს ამ თარიღთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ევროპული სამყარო, ხოლო 9 მაისს აღნიშნავს რუსეთი, ევრაზიული კავშირის ქვეყნები ძირითადად, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ბელარუსი და ა.შ.
მთავარი საკითხია ის, რომ რუსეთი, სამწუხაროდ, ისტორიასა და თარიღებს იყენებს ე.წ. რუსული მსოფლიოს შექმნისთვის და ძალიან ხშირად ხდება ამ თარიღებით მანიპულაცია, განსაკუთრებით 9 მაისით, რომელსაც უკავშირდება მათი ბაიკერების მსვლელობები და ა.შ. გეორგიევსკის ლენტებით და თვითონ აყენებს ამას, როგორც ცივილიზაციურ არჩევანს და ვფიქრობ, საქართველომაც ეს ცივილიზაციური არჩევანი უნდა გააკეთოს — აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს, თუ 9 მაისს რუსეთთან ერთად.
მეორე მნიშვნელოვანია საკითხია, რომ ამით, ვფიქრობ, საქართველოს შენატანს ფაშიზმზე გამარჯვებაში, პირიქით, ხაზს ვუსვამთ. 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გაწირა თავი მეორე მსოფლი8ო ომის დროს, ჩვენმა თანამემამულეებმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ვითხოვთ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას — საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულ მოპოვებაზე მიიღო კონკრეტული კითხვარი, უნდა შევავსოთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გზავნილი იქნება ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის. მეორეა რუსული აგრესია უკრაინაში, რაც წყალგამყოფია, ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველასთვის და განსაკუთრებით უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან კარგი, სწორი გზავნილი იქნება", — განაცხადა ვაშაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ თქვა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ ვეტერანებს უნდა ჰკითხონ, რასაც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, დავით უსუფაშვილი დაეთანხმა, თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა დაგვიანდა, ახლა კი მკაფიოდაა ეს დასმული.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ეს სასაათო სარტყელით ახსნა, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძე დაეთანხმა.
"მოცემულობა, რატომ აღმოჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირი 9 მაისს და დასავლეთი, ევროპა 8 მაისს, უფრო გეოგრაფიული და დროის სარტყელით იყო აღწერილი ეს ისტორიი იმიტომ, რომ 1945 წლის 8 მაისის 23:00 საათზე რომ მოეწერა, დასავლეთში ჯერ იყო 8 მაისი და აღმოსავლეთ სასაათო სარტყელში 9 მაისი კალენდარულად და ამან გამოიწვია. დღეს ამას მიეცა პოლიტიკური განზომილება", — თქვა ქადაგიშვილმა.
ბექა ოდიშარიამ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, ანუ ერთსა და იმავე თარიღში საქართველო აღდგომასაც აღნინავს და ეს არაფერს ნიშნავს.
ბიუროს სხდომაზე საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები