აქციები, რომლებსაც მსოფლიოს 5 უმდიდრესი ადამიანი ფლობს
გამოცემა Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2 668 მილიარდერია, რომლებიც ჯამში 12,7 ტრილიონ დოლარს ფლობენ. მათი ქონების მოცულობის ცვლილება მათსავე მფლობელობაში არსებული აქციების ღირებულების ზრდასა და კლებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მდიდრდება ის ინვესტორი, რომლის კომპანიის აქციების ფასიც იზრდება.
ასეთია იმ 5 უმდიდრესი ადამიანის სია, რომელიც, Forbes-ის მიხედვით, ჯამში ტრიოლიონ დოლარამდე ქონებას ფლობს:
1. ილონ მასკი
Forbes-ის მიხედვით, მასკის ქონება $269,5 მილიარდად არის შეფასებული და მას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მასკი ტრანსპორტის გარდაქმნაზეა ორიენტირებული, დედამიწაზე — Tesla-ს, ხოლო კოსმოსში — SpaceX-ის საშუალებით.
მასკის პორტფელში მოექცა Twitter-ის 9,1%-იანი წილიც, რასაც მის მიერვე კომპანიის სრულად შესყიდვაზე გაკეთებული განცხადება მოჰყვა. მეტიც, შესაძლებელია, Twitter ილონ მასკის მფლობელობაში გადავიდეს. ამჟამად კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი სწორედ ილონ მასკია.
2. ჯეფ ბეზოსი
Forbes-ის რეიტინგში ჯეფ ბეზოსის ქონება 178,6 მილიარდად არის შეფასებული. მან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ილონ მასკს დაუთმო და ბოლო მონაცემების მიხედვით, სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ბეზოსი კომპანია Amazon-ის დამფუძნებელია. მან ეს კომპანია საკუთარ ავტოფარეხში 1994 წელს დააარსა, ხოლო წლების შემდეგ გიგანტ ფირმად აქცია.
2021 წელს ჯეფ ბეზოსმა 8,8 მილიარდი დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციები გაყიდა. ის ამჟამად კომპანიის ფასიანი ქაღალდების დაახლოებით 10%-ს ფლობს. როგორც ცნობილია, 2019 წელს, 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბეზოსი საკუთარ ცოლს, მაკკენზის დაშორდა, რომელსაც Amazon-ის მაშინდელი 16%-იანი წილიდან მეოთხედი გადასცა.
ჯეფ ბეზოსის პორფელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ კომპანიები: The Washington Post და Blue Origin. ეს უკანასკნელი კოსმოსური რაკეტების გამოშვებით არის დაკავებული. ცნობისთვის, ბეზოსი 2021 წლის ივლისში კოსმოსშიც გაფრინდა.
3. ბერნარ არნო და ოჯახი
2022 წლისთვის Forbes-მა არნო და ოჯახის ქონება 164,5 მილიარდად შეაფასა. ის LVMH-ის მოდისა და დიზაინის იმპერიას ხელმძღვანელობს, რომელიც 70 სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს — მათ შორს, Louis Vuitton-სა და Sephora-ს.
2021 წელს LVMH-მა 15,8 მილიარდ დოლარად ამერიკული საიუველირო კომპანია, Tiffany & Co შეიძინა, რაც ამ სფეროში უმსხვილეს გარიგებად ჩაითვალა.
2019 წელს კი, LVMH-მა 3,2 მილიარდი დოლარი სასტუმროების ბრენდის, Belmond-ის შესაძენად გადაიხადა, რომელიც 46 სასტუმროს, მატარებლებსა და კრუიზებს მოიცავს.
Forbes წერს, რომ ბიზნესში არნოს თითქმის მთელი ოჯახია ჩართული. მათ შორის არის ბერნალდის 5-დან 4 შვილიც.
4. ბილ გეიტსი
Forbes-ის მიხედვით, ბილ გეიტსი 132,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. ბილ გეიტსმა Microsoft პოლ ალენთან ერთად, 1975 წელს დააარსა. 2020 წლისთვის, როდესაც გეიტსმა კომპანიის ბორდი დატოვა, ის Microsoft-ის დაახლოებით 1%-ს ფლობდა.
გეიტსმა ფული ჩადო ათეულობით კომპანიაში, მათ შორის, კანადის ნაციონალურ რკინიგზაში. ამასთან, გეიტსი აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ერთ-ერთი ყველაზე დიდ წილს ფლობს.
ბილ გეიტსი საკუთარ ყოფილ ცოლთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციის Gates Foundation-ის დამფუძნებელია. არსებული მონაცემებით, გეიტსების ოჯახს ფონდისთვის 35,8 მილიარდი დოლარის ქონება აქვს შეწირული.
5. უორენ ბაფეტი
Forbes-ის შეფასებით, უორენ ბაფეტი 125 მილიარდის ქონებას ფლობს. ბაფეტს ლეგენდარულ ინვესტორადაც მოიხსენიებენ. როგორც ირკვევა, გეიტსმა აქციებით ვაჭრობა მცირე ასაკიდან დაიწყო. ის Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელობს, რომელიც თავის მხრივ 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
უფრო კონკრეტულად, უორენ ბაფეტის პორტფელი მოიცავს აქციებს შემდეგ კომპანიებში: Apple, Bank Of America, American Express, Coca-cola, Kraft Heinz, Moodly და სხვები.
ბაფეტი ქველმოქმედებაშიც საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს. მისი თქმით, ის აპირებს, რომ საკუთარი ქონება თითქმის სრულად შემოწირულებებში დახარჯოს. Forbes წერს, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის ბაფეტს, ამ ეტაპისთვის, 45 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა ქონების მოცულობა მუდმივად იცვლება. ეს უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იზრდება ან მცირდება მათ მფლობელობაში არსებული აქციების ღირებულება.
ცნობისთვის, აშშ-ის წამყვანი კომპანიების აქციების ღირებულების ცვლილებას ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით შეგიძლია დააკვირდე. ამასთან, მობილბანკი ამ კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირების საშუალებას მინიმუმ 1 დოლარიდან იძლევა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები