ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით სააკაშვილი პროცესზე ისევ შემოიყვანეს.

დღეს, 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ბრიფინგს გამართავს.