პორშე ცენტრი თბილისი დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს
პორშე ცენტრი თბილისი ელექტროდამტენების ლოკაციების რაოდენობას ზრდის. სხვადასხვა რეგიონში უკვე არსებულ 5 სადგურს, მათ შორის ყაზბეგის, ქუთაისისა და ბათუმის თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებს დაემატება დამტენები. პრემიუმ კლასის ელექტრომობილის მფლობელებისთვის მანქანის დამუხტვა ახლა უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი.
პორშე ცენტრი თბილისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ენერგოეფექტური პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, კომპანიას 8 დამტენი სადგური აქვს განთავსებული. მათგან ორი თბილისშია, ამდენივე — ბათუმში, ასევე, თელავში, საირმეში, ქუთაისსა და ყაზბეგში. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით კომპანიამ 150 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
"გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალური ხდება. მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა პორშეს ელექტრომობილებზეც. ამ პროცესის პარალელურად, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. პორშე ცენტრი თბილისი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ეტაპობრივად ვაფართოებთ დამტენების სადგურების ქსელს. 2022-ში საქართველოს მასშტაბით დამატებით კიდევ 6 დამტენის მონტაჟს ვგეგმავთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მიერ განთავსებული დასამუხტი მოწყობილობით სარგებლობა არა მხოლოდ პორშეს, არამედ სხვა ბრენდის ელექტრომობილის მფლობელებსაც შეუძლიათ", — განაცხადა პორშე ცენტრი თბილისის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ.
პორშე ცენტრი თბილისის მიერ განთავსებული დამტენები 11 და 22-კილოვატიანია, ელექტრომობილის სრულად დასამუხტად კი 3-დან 7 საათამდე დროა საჭირო.
გერმანულმა ავტოგიგანტმა უკვე განაცხადა, რომ 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრიფიცირებული იქნება. 2030-ში კი, ელექტროავტომობილების სრული წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე, სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები