ბილ აკმანმა Netflix-ში საკუთარი აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიღო, რის შედეგადაც 400 მილიონი დოლარით იზარალა. როგორც ცნობილია, კომპანიამ გამომწერების რაოდენობა დაკარგა, რის გამოც მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად შემცირდა.

აკმანმა Netflix-ის აქციები იანვრის ბოლოს შეიძინა. საუბარია 3,1 მილიონ აქციაზე, რომლის სანაცვლოდაც ერთი ცალ აქციაში ინვესტორმა 360 დოლარი გადაიხადა. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, Netflix-ის ერთი აქციის ღირებულება 226,19 დოლარამდე დაეცა.

აკმანის კომპანია, Pershing Square Netflix-ის ტოპ 20 აქციონერს შორის შედიოდა და მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აკმანს კომპანიასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები ჰქონდა.

როგორც უკვე აღინიშნა, ბოლო ექვს თვეში Netflix-მა საკუთარი საბაზრო კაპიტალიზაციის ორი მესამედი დაკარგა და 310 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდამდე დაეცა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა აკმანის გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი.

აკმანი ამერიკელი ინვესტორია, რომელიც Pershing Square Capital Management-ის დამაარსებელი და მმართველი დირექტორია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 3,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.