უკრაინა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ მარიუპოლის მოსახლეობა გადარჩეს — კასინოვი
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასინოვის განცხადებით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა მარიუპოლის თითოეული მოქალაქე გადარჩეს. მისი თქმით, ოკუპანტები ქალაქის დაბომბვას აგრძელებენ, ამიტომ უნდა დაელოდონ, რათა ნახონ, როგორც განხორციელდება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა.
"მარიუპოლის ბლოკადის დღიდან უკრაინა ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, დღეს გავიგეთ, რომ ჰუმანიტარული დერეფანი უნდა მოეწყოს, მაგრამ ვიცით ისიც, თუ რის ფასად დაგვიჯდება ეს. მტერი მაინც აგრძელებს ქალაქის დაბომბვას, ამიტომაც, მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განხორციელდება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა.
პრეზიდენტი ზელენსკი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაარჩინოს ყველა მოქალაქე, ვინაიდან, თითოეულ ადამიანს აქვს დიდი ფასი. უკრაინა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ მარიუპოლის მოსახლეობა გადარჩეს", — აღნიშნა მან ტელეკომპანია ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან, ასევე, ისაუბრა ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, კასინოვის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია არასახარბიელოა, რადგან რუსები კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის განადგურებას აგრძელებენ.
"ჰუმანიტარული სიტუაცია არასახარბიელოა, მტერი აგრძელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ყველა ტექნიკურ-მატერიალური ბაზის განადგურებას, ოკუპანტი ანადგურებს ჩვენს მიწას, რომ ის გამოუსადეგარი იყოს მომავალში. მარტივად რომ აგიხსნათ, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა, ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
ავიღოთ ლვოვი — ქალაქის მერის ინფორმაციით, ლვოვის ოლქში ამ დროისთვის 200 000 დევნილი იმყოფება, ამ ადამიანების შესანახად დღეში იხარჯება მილიონ დოლარზე მეტი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უკრაინის ფარგლებს გარედან შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა მან [ფორმულას თარგმანი],
მისივე თქმით, იმის ფონზე, რომ რუსეთმა ომის მეორე ფაზა დაიწყო, ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო დამწვავდა, შესაბამისად, გაიზარდა დახმარების საჭიროება. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამ დროისთვის 970 ტონა ჰუმანიტარული დახმარება აქვს უკრაინაში გაგზავნილი, რისთვისაც უკრაინის წარმომადგენელ
"ჩვენი მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილია 970 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, ეს ტვირთი 4 თვითმფრინავით და 52 სატვირთო ავტომობილით გაიგზავნა, როგორც იცით, საქართველოს წითელმა ჯვარმა უკრაინის წითელ ჯვარს 1 300 000 დოლარი და 800 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა, ასევე, თბილისის მერიამაც შემოწირულობებით უკრაინისთვის მილიონ ნახევარი ლარი შეაგროვა. მერიამ ასევე 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა ჩემს ქვეყანაში", — განაცხადა მან.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები