Citroen Ami — ნულოვანი ემისიისა და ხმაურის ელექტრომობილი საქართველოში ავტო გალერიმ ჩამოიყვანა
ევროპული ბაზრისთვის შექმნილი, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი Citroen Ami, რომელიც კომპანია Citroën-მა 2020 წელს გამოუშვა, ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა.
ქარისთვის ავტომობილი თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია ავტო გალერიმ ჩამოიყვანა.
"Citroen Ami ამ ეტაპზე ევროპის მხოლოდ ექვს ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს ელექტრომობილი საქართველოში პირველად ავტო გალერის გუნდმა ჩამოიყვანა. პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მოლაპარაკებებში ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩავრთეთ და პირველ ტრანშს წარმატებით ვახორციელებთ. მაისის ბოლომდე საქართველოში 60 ერთეულის ჩამოყვანას ვგეგმავთ", — აცხადებს გიორგი კობახიძე, ავტო გალერის დირექტორი.
Ami — ესაა პრაქტიკული პასუხი ურბანულ გამოწვევებზე მობილობის ახალ რეალობაში, განსაკუთრებით მოკლე მგზავრობებისთვის. ესაა ქალაქის ცენტრთან უფრო ადვილი წვდომის შესაძლებლობა, სკუტერების, ველოსიპედების, მოპედების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ალტერნატივა გონივრულ ფასად.
ნულოვანი ემისია, ნულოვანი ხმაური და ნულოვანი სტრესი მართვისას — ეს ის გამორჩეული მახასიათებლებია, რაც Ami-ის სხვა ავტომობილებისგან განასხვავებს. ელექტროძრავის წყალობით, Ami-ის მყისიერი დაძვრისა და სიჩქარის 45 კმ/სთ-მდე ზრდის შესაძლებლობა აქვს. სრული დამუხტვის შემთხვევაში იგი 75 კმ-მდე მანძილს ფარავს.
ავტომობილის ლითიუმ-იონური ბატარეის 220 ვატი ძაბვით სრულად დამუხტვისთვის 3 საათი სრულიად საკმარისია.
კომპაქტური Citroen Ami 2.41 მ. სიგრძის, 1.39 მ. სიგანისა და 1.52 მ. სიმაღლისაა, რაც მას გადატვირთულ ქალაქში გადაადგილებისა და პარკინგისთვის კიდევ უფრო პრაქტიკულსა და მოსახერხებელს ხდის. ელექტრომობილი იდეალურია ქალაქში მრავალჯერადი, მოკლე მოგზაურობებისთვის, როგორებიცაა შეხვედრები, სამსახური ან თუნდაც საღამოს გასეირნება მეგობრებთან ერთად.
Ami-ის, მისი სიჩქარის მაქსიმალური ოდენობისა და უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართვის მოწმობა არ ესაჭიროება. საფრანგეთში მისი ტარება 14 წლის მოზარდებსაც შეუძლიათ, საქართველოში კი მისი მართვა 23 წლის ასაკიდან არის დაშვებული და B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობას საჭიროებს.
ნახევარტონიანი, მსუბუქი, მოსახერხებელი Ami ქარის ავტოპარკში თავად შეგიძლიათ გამოსცადოთ და ევროპული, პრაქტიკული ყოველდღიურობის გამოცდილება გაიზიაროთ.
ავტო გალერი (Auto Gallery) თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წელს ავტო გალერი NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანი გახდა ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა გარემოზე ზრუნვაა.
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
კომენტარები