სააკაშვილის ჯანმრთელობასა და არასათანადო მომსახურებაზე ინფორმაცია უსაფუძვლოა — პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაცია უსაფუძვლოა. მათი თმით, სააკაშვილი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
უწყების ცნობით, დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.
"უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით", — წერს პენიტენციური.
პენიტენციურში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე. მათივე მტკიცებით, სააკაშვილს ეძლევა სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება, რაზეც ის უარს ამბობს.
"მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 06 მარტს მ.სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ, იგი არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მისი უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 მარტს, მ. სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, მზადების პროცესშია გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც გაიგზავნება კანონით განსაზღვრულ ვადაში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სააკაშვილი 20 აპრილს სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს.
დღეს, 22 აპრილს უკრაინის სახალხო დამცველმა, ლიუდმილა დენისოვამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდა. მის თქმით, რომ სააკაშვილს, ფაქტობრივად, არ შეუძლია ჭამა. შესაბამისად, ის გრძნობს მუდმივ სისუსტეს და არ შეუძლია ძილი.
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
კომენტარები