უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს, თუ მას შესაბამისი აღჭურვილობა ექნება — ოსტინი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეძლებს ომის მოგებას, თუ მას შესაბამისი აღჭურვილობა ექნება.
ოსტინი ამბობს, რომ უკრაინაში ბრძოლის ბუნება განვითარდა, ამიტომ მას ტანკები და იარაღი სჭირდება. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ აშშ უჭირს თვალყური ადევნოს, თუ რა ბედი ეწევა უკრაინისთვის გადაცემულ იარაღს, თუმცა ესაუბრა უკრაინელებს, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად კონტროლდება.
"გამარჯვების პირველი ნაბიჯია გჯეროდეს, რომ შეგიძლია გაიმარჯვო... გვჯერა, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. მათ [უკრაინას] შეუძლია გაიმარჯვოს, თუ შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა ექნებათ", — განაცხადა მან.
პენტაგონის ხელმძღვანელი დასძენს, რომ ზელენსკი მადლობელია ყველაფრისთვის, რასაც აშშ აკეთებს, თუმცა ის ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას შემდგომი წარმატებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, დენის მონატირსკის შეხვდნენ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აშშ-ის მაღალჩინოსნებისა და ზელენსკის შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. ის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების ჩასვლაზე კიევში ინფორმაცია გუშინ, 24 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გაავრცელა. ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია კიევში.
ამავე თემაზე:
- აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $700 მილიონს სამხედრო დაფინანსებას გამოყოფს
- რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს — ბლინკენი
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები