უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსმა ოკუპანტები ხარკოვის ოლქში მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ და მათთან თანამშრომლობას აიძულებენ.

დენისოვა აღნიშნავს, რომ ასე ოკუპანტები "მოსახლეობის მობილიზების მიზნით" ოკუპირებულ იზიუმშიც მოიქცნენ. სახალხო დამცველი დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, მოსახლეობა დამპყრობლებს ეწინააღმდეგებიან.

დენისოვა ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და გაეროს კომისიას უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში