ილიაუნიში ერიკ ლის საჯარო ლექცია Why the Georgian Experiment Matters გაიმართება
25 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "Why the Georgian Experiment Matters'" (რატომ იყო მნიშვნელოვანი ქართული ექსპერიმენტი).
მწერალი საქართველოში მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის — Writer-in-Residence — ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმყოფება.
ლექციის შემდეგ ერიკ ლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
ლექციის შესახებ
1917 წლამდე დიდი იყო მოლოდინი, რომ სოციალისტური პარტიის გამარჯვება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანებს მეტ თავისუფლებას მოუტანდა. სწორედ ეს იყო ყველა სოციალისტის დაპირება კარლ მარქსის ცნობილი სიტყვების "რევოლუციის პირველი ნაბიჯი ... [არის] დემოკრატიის ბრძოლის მოგება" შემდეგ. მაგრამ რუსეთში კომუნისტების გამარჯვების შემდეგ დემოკრატიის ნაცვლად მსოფლიოში პირველი თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფო ჩამოყალიბდა. რა მოხდა? — ნიშნავდა თუ არა სოციალიზმი ტირანიის ახალ ფორმას? და არსებობდა თუ არა ლენინის, ტროცკისა და სტალინის მიერ დამყარებული დიქტატურის ალტერნატივა?
პირველი ქართული რესპუბლიკა, რომელმაც სულ რაღაც სამი წელი იარსება, სოციალ-დემოკრატიულმა ლიდერებმა, მათ შორის კარლ კაუცკიმ, აღტაცებით მიიღეს როგორც ბოლშევიზმის ალტერნატივა. ევროპელი სოციალ-დემოკრატიული ლიდერების დელეგაციამ, რომელიც საქართველოში 1920 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა, და მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა პარტიებმა, სოციალისტური საზოგადოების შესახებ ახალი ხედვა ჩამოაყალიბეს იმის ფონზე, რაც რუსეთსა და საქართველოში შეიქმნა. ხოლო საქართველოში 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ორი ბანაკი, რომლებიც ევროპულ მემარცხენეებში თანაარსებობდა, დაიშალა და ერთ მხარეს – კომუნისტები, მეორე მხარეს კი სოციალისტები აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მეხსიერება საქართველოს რესპუბლიკის შესახებ ევროპაში დიდწილად გაქრა, მათი ხედვა "დემოკრატიული სოციალიზმის" როგორც კომუნიზმის ალტერნატივის შესახებ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით ცივი ომის დროს. განმათავისუფლებელი და დემოკრატიული სოციალიზმის ეს ხედვა დღესაც აქტუალური რჩება.
მომხსენებლის შესახებ
ერიკ ლი (დ. 1955) ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და პროფკავშირული აქტივისტია. მის მიერ დაფუძნებული ვებგვერდი LabourStart, რომლის უცვლელი რედაქტორია, აშუქებს პროფკავშირული მოძრაობის სიახლეებსა და კამპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ერიკ ლიმ ოცდაათი წელი მიუძღვნა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ასპექტის კვლევას და დაწერა ორი წიგნი:
The Experiment: Georgia's Forgotten Revolution 1918-1921 (Zed, 2017)
წიგნი ასევე გამოქვეყნებულია ქართულად (გამომცემლობა პოეზია, 2018) და რუსულად.
Night of the Bayonets: The Texel Uprising and Hitler’s revenge (GreenHill Books, 2020)
წიგნი "ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში" ასევე გამოქვეყნებულია ქართულად (გამომცემლობა პოეზია, 2020), ჰოლანდიურად და ჩეხურად.
გარდა ამ წიგნებისა, ერიკ ლი ავტორია ოთხი წიგნისა:
Britain's Plot to Kill Hitler: The True Story of Operation Foxley and SOE (GreenHill Books, 2022)
Operation Basalt: The British Raid on Sark and Hitler's Commando Order (The History Press, 2016)
The Labour Movement and the Internet: The New Internationalism (Pluto Press, 1996)
Saigon to Jerusalem: Conversations with Israel's Vietnam Veterans (McFarland, 1992)
ფორმატი
საჯარო ლექცია და ცერემონია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. მონაწილეებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე თავად შეუძლიათ აირჩიონ დასწრების სასურველი ფორმატი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.
სამუშაო ენა
ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 25 მაისი, 19:00 საათი
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
კომენტარები