აუცილებელი არაა, ყველაფერს სახელი დაარქვა — ჰარი სტაილსი საუბრობს, რატომ არ განსაზღვრავს თავის სექსუალობას საჯაროდ
ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, ჰარი სტაილსმა, ამერიკული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რატომ ამჯობინებდა წინათ, პირადი ცხოვრება არ გაესაჯაროებინა.
სტაილსი მალე თავისი რიგით მესამე სტუდიურ ალბომს, Harry's House, გამოუშვებს. სწორედ ახალ ჩანაწერებს შეეხებოდა ინტერვიუს დიდი ნაწილი, თუმცა, პოპვარსკვლავმა ასევე ილაპარაკა იმ შეკითხვებზე, რომლებიც მის ფანებს წლების განმავლობაში ჰქონდათ.
მომღერლის თქმით, ჯგუფ One Direction-ში ყოფნისას ლეიბლთან გაფორმებული კონტრაქტი ეგრეთ წოდებულ სისუფთავის პუნქტსაც ითვალისწინებდა, რომლის დარღვევის შემთხვევაში მისი კარიერა დასრულდებოდა.
"დიდი ხნის განმავლობაში, ერთადერთი, რაც მართლა მე მეკუთვნოდა, ჩემი სექსუალური ცხოვრება იყო", — ამბობს ჰარი, — "ამის მრცხვენოდა. მრცხვენოდა იმის, რომ ხალხმა იცოდა, სექსი მქონდა — რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, იცოდნენ, ვისთან მქონდა.
"თუმცა, იმ აზრამდე მივედი, რომ ვფიქრობდი, რატომ უნდა მრცხვენოდეს? 26 წლის მარტოხელა კაცი ვარ. დიახ, მე სექსი მაქვს".
პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენახვით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ, სტაილსის თქმით, ცრემლები წასკდა, როცა Columbia-სთან გაფორმებულ კონტრაქტში მსგავსი "სისუფთავის პუნქტი" ვერ ნახა.
"ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვიყავი", — იხსენებს მომღერალი.
სტაილსმა ასევე აღნიშნა, რატომ არ სურს, საჯაროდ საუბრისას თავისი სექსუალობა ტერმინით განსაზღვროს.
"ჩემს მეგობრებთან ამაზე ღიად ვსაუბრობ, თუმცა, ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა. მხოლოდ ჩემი", — ამბობს იგი და დასძენს, რომ სექსუალობის ტერმინით მოხსენიება მოძველებული ჩვეულებაა.
"ყველას მიღებისა და უფრო ღიად საუბრისკენ მისწრაფების არსიც ხომ ისაა, რომ ამას [სექსუალობას] მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელი არაა, ყველაფერს სახელი დაარქვა".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები