8 წლის შემდეგ პროკურატურამ ჯეირანოვას დამცირებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინა
8 წლის შემდეგ პროკუტატურამ ჯეირანოვას დამცირებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.
"2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა, ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს.
სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა", — ნათქვამის განცხადებაში.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2021 წლის 11 ნოემბერს ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაერომ სახელმწიფოს დაავალა, რომ გადაეხადა ადეკვატური კონპენსაცია და ოფიციალურად ბოდიში მოეხადა ჯეირანოვას შვილებისთვის. გაეროს ქალთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, ჩაეტარებინა სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დაესაჯა პასუხისმგებელი პირები.
ხანუმ ჯეირანოვა თანასოფლელმა კაცებმა იორმუღალოში საჯაროდ დაამცირეს, ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და მთელი სოფლის თვალწინ ჩამოატარეს ცემითა და გინებით, საფარის ცნობით, ეს ამბავი პოლიციამაც შეიტყო, გამგებელმაც, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. ხანუმა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი ჩამოიხრჩო.
მას შემდეგ რაც გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია, ხანუმას მეუღლემ, აჯი გასანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ერთ-ერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც სახალხოდ შეურაცხყო მისი ცოლი. მას პატიმრობა მიუსაჯეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები