როგორ ნაწილდება რეიტინგები IRI-ის კვლევის მიხედვით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას, ამჯერად, 92%-ს კვლავ ილია მეორე მოსწონს, 53%-ს კახა კალაძე, 52%-ს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო 47%-ს ირაკლი ღარიბაშვილი.
დანარჩენი შედეგები ასე გადანაწილდა:
- ნინო ლომჯარია — 46%;
- ანა დოლიძე — 44%;
- გიორგი გახარია — 40%;
- დავით უსუფაშვილი — 39%;
- ელენე ხოშტარია — 39%;
- ირაკლი კობახიძე — 38%.
2021 წლის ივნისის გამოკითხვის მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას რეიტინგი მოქმედი პრემიერის რეიტინგს უსწრებდა.

ფოტო: IRI
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-სმიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი -64%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები